საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







საერთო კრება


მიმდინარე წლის 30 მაისს "თბილისი მარიოტში" გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) მე-20 საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 152 დელეგატი. კრება გახსნა ბაფის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ლალაზაშვილმა. დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბაფის საპატიო წევრისა და ჟურნალის რედკოლეგიის წევრის, ბატონ ივანე (ვანო) გოდერძიშვილის ხსოვნას.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ კრება შეუდგა მუშაობას. ბაფის გამგეობის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ ლალაზაშვილმა (იხ. მოხსენება).

კრების მონაწილეებმა საანგარიშო პერიოდის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მაკა ყარსიმაშვილმა მოხსენება გააკეთა საანგარიშგებო პერიოდში კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ (იხ. ანგარიში).

დელეგატებმა სარევიზიო კომისიის საქმიანობა  დადებითად შეაფასეს.

ბაფის 2014 წლის ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა და აუდიტის შედეგები წარმოადგინა შპს “ინტერაუდიტის” აუდიტორმა ბატონმა ნოდარ გაბედავამ  (ბაფის 2014 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება ჟურნალის მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება).

ბატონმა ზურაბ ლალაზაშვილმა ისაუბრა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე და აღნიშნა, რომ „ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესახებ ასოცირების ხელშეკრულებით“ დადგენილია ბუღალტრულ აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის წესებთან და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მისი იმპლემენტაციის წარმატებით

განხორციელება შუძლებელია ქვეყანაში არსებული პროფესიული ორგანიზაციების, ბიზნესის  

წარმომადგენლების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხმევის გარეშე. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში პროფესიული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას.

პროფესიის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. ბატონმა ლავრენტი ჭუმბურიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ საქართველოს მოქმედ კანონში სათანადო ცვლილებების განხორციელებას აფერხებს პროფესიულ ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბებული არაჯანსაღი გარემო. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა პროფესიულ ორგანიზაციებს შორის რეგულირების ძირითად საკითხებზე პოზიციების ერთობლივი დაფიქსირება და შეჯერებულ

საკითხებზე ურთიერთთამანშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ურთიერთბრალდებების  აღმოფხვრას და წაადგება პროფესიის განვითარებას.

ბატონი ლ. ჭუმბურიძის მოსაზრებას გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა ბატონმა ნიკო ბაკაშვილმა.

სურათი 1; სურათი 2; სურათი 3; 

ბატონი რევაზ ძაძამიას აზრით, საჭიროა გამოცხადდეს მორატორიუმი და პროფესიულმა ორგანიზაციებმა ერთმანეთისთვის ტალახის სროლის ნაცვლად, ვიმსჯელოთ კანონში ასასახ 

რეგულაციებზე. მან წუხილი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ორი წლის შემდეგ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიკატებული აუდიტორები, რაც დაუშვებელია და უმჯობესია ყველამ ერთად ვიზრუნოთ ასეთ გადაუდებელ საკითხებზე.

ზურამ ლალაზაშვილმა გა- მოთქვა მოსაზრება, რომ პრაქ- ტიკოსი აუდიტორები, რომლებიც კომპანიაში ხარისხის კონტროლს გაივლიან, გამოცდის გარეშე მიეცეთ აღიარება, დაექვემდება- რონ განგრძობით სწავლებას და გათანაბრდნენ სერტიფიცირებულ აუდიტორებთან.

რუსუდან ჟორჟოლიანის აზრით, საჭიროა ჩატარდეს გამ- გეობის გასვლითი სხდომები რეგიონებში და მოხდეს ბაფის წევრების აზრების გაზიარება კანონთან დაკავშირებით. ბაფის ვებგვერდზე სისტემატურად გა-

მოქვეყნდეს სიახლეები და მოხდეს ინიციატივების გაჟღერება. ასევე პოლემიკა გაიმართოს ჟურნალის ფურცლებზე.

აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით დისკუსიაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გიორგი ცერცვაძე, მარინა გეთია, კონსტანტინე დათიაშვილი, ალექსანდრე კავთიევსკი, თამარ ედიშერაშვილი და მარიამ ყარსიმაშივილი.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge