ვაკანსია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PKF-ში
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PKF აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუდიტორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად;
** ინგლისური ენა: სრულყოფილად, მაღალ დონეზე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება აუდიტორულ პროგრამაში მომუშავ პირებს.
** უპირატესობა მიენიჭება ACCA კურსების სტუდენტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა:
** ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება, დამუშავება (მტკიცებულებების შეგროვება, პროცედურების ანალიზის ცალკეულ სექტორებში, დეკლარაციების შევსების სისწორის წარდგენის თარიღის შემოწმება);
**ინფორმაციის შესაბამისი სახით წარდგენა აუდიტის უფროსი სპეციალისტის/მენეჯერისთვის;
** აუდიტის უფროსი სპეციალისტის/მენეჯერის დროული ინფორმირება აუდიტის პროცესში არსებული ან შესაძლო პრობლემების შესახებ;
** წერილობითი დადასტურების მიღება;
** ანგარიშის მომზადება;
** გამოყოფილი სექციის მიხედვით ფაილის შედგენა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა;
** მოტივირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: ioselianiirma@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ,, აუდიტორი’’.