ბაფის სამუშაო შეხვედრები პროფესიის წარმომადგენლებთან
ინფორმაცია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციიდან (ბაფი)
ბაფის სამუშაო შეხვედრები პროფესიის წარმომადგენლებთან
მიმდინარე რეფორმების საპასუხოდ, ბაფმა პროფესიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა 27 ოქტომბერს აჭარის რეგიონში (ქ. ბათუმი, სასტუმრო „მონარქი“) და 28 ოქტომბერს იმერეთის რეგიონში (ქ. ქუთაისი, სასტუმრო „მეფე დავითი“).
შეხვედრების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა:
- ინფორმაციის გაზიარება პროფესიაში მიმდინარე პროცესებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
- საკანონმდებლო ცვლილებების პროექტისა და ზედამხედველობის სამსახურის სტრატეგიული ხედვის შესახებ;
- ბაფის ახალი პროექტების პრეზენტაცია, პროფესიის მხარდასაჭერად;
- წარდგენილი ინფორმაციის ირგვლივ მსჯელობა და პროფესიის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა;
- ფინანსური ანგარიშგების, აუდიტისა და საგადსახადო სფეროში პროფესიის წარმომადგენელთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები.
შეხვედრების თემატური მრავალფეროვნების შესაბამისი იყო ბაფის წარმომადგენლობაც და მასში მონაწილეობდნენ: რუსუდან ჟორჟოლიანი, გამგეობის თავმჯდომარე; ლევან საბაური, გამგეობის წევრი, პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე; ნიკოლოზ ბაკაშვილი, გამგეობის წევრი, წევრებთან ურთიერთობის კომტეტის თავმჯდომარე; გიორგი ასლამაზაშვილი, მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტური კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე; კონსტანტინე დათიაშვილი, გამგეობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე; დავით პაპიაშვილი, გამგეობის წევრი, საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე; რევაზ ძაძამია, ბაფის მრჩეველი; მაია ფეიქრიშვილი, ბაფის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი; ბაკური გვეტაძე, იმერეთის ფილიალის ხელმძღვანელი; ლავრენტი ჭუმბურიძე, ბაფის აღამსრულებელი დირექტორი.
შეხვედრებში მონაწილეობდა პროფესიის (ბუღალტერი, აუდიტორი) 200-მდე წარმომადგენელი. აგრეთვე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
შეხვედრების ბოლოს გაიმართა საზეიმო ღონისძიებები.
ბაფის გამგეობა მადლიერებას გამოხატავს ღონისძიებების რეგიონალური ორგანიზატორებისა და შეხვედრებში მონაწილე პროფესიის თითოეული წარმომადგენლის მიმართ.
ბაფის გამგეობა