საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის საერთო (28-ე) კრება


ბაფის საერთო (28-ე) კრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წევრებისთვის

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, კვირას 11 საათზე მოწვეულია ბაფის საერთო კრება.

კრების ჩატარების ადგილი: სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, საკონფერენციო დარბაზი „შხარა“. მისამართი - თელავის ქუჩა # 20.

ბაფის წესდების 7.3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საერთო კრების დელეგა­ტების რაოდენობაა  374.  

ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება დარეგისტრირდეს კრების დელე­გატად, დადგე­ნი­ლი წესების გათვალისწინებით.

კრების დელეგატების რეგისტრაცია დაიწყება 2023  წლის 6 ნოემბრიდან და დასრულდება 2023 წლის 18 დეკემბერს. დელეგატად რეგისტრაცია შესაძლებელია თანდართული განაცხადის შევსებით (ბმული  https://forms.gle/41yy2M4hPWHBnXc46 ) და/ან განაცხადის გამოგზავნით ელ.ფოსტით  (baf@baf.ge). საკონტაქტო პირი მირანდა ვაჟბედაშვილი 235 01 57;  235 43 97.

 

საერთო კრების დღის წესრიგი და სამუშაო გრაფიკი

 

1.    

კრების დელეგატების რეგისტრაცია

11.00 -12.00

2.    

საერთო კრების გახსნა, თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა

დღის წესრიგის წარდგენა და დამტკიცება

12.05-12.15

3.    

გამგეობის ანგარიში საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შესახებ

12.15-12.50

4.    

პროფესიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტის ანგარიში

12.50- 13.00

5.    

მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტურ კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტის ანგარიში

13.00-13.10

6.    

ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტრებთან ურთიერთობის კომიტეტის ანგარიში

13.10-13.20

7.    

სარევიზიო კომისიის ანგარიში

13.20-13.40

8.    

 კითხვა-პასუხი წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ და საქმიანობის შეფასება საერთო კრების მიერ

13.40 - 14.00

9.    

შესვენება, ფურშეტი

14.00—14.40

10.   

პროფესიის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა/დისკუსია

14.40- 15.40

11.   

ბაფის ღვაწლმოსილი წევრების დაჯილდოვება

15.40- 16.00

12.   

საერთო კრების დახურვა

16.00

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge