სერტიფიცირების გამოცდების ანალიზი
ბაფის 2021 წლის თებერვლის პროფესიული
სერტიფიცირების გამოცდების ანალიზი
F1/ბბ „ბუღალტერი ბიზნესში“ მოდულის გამოცდის პროგრამა და ფორმატი არ შეცვლილა - საგამოცდო მასალა დაყოფილია ორ ნაწილად: ა ნაწილი მოიცავს ორმოც არჩევითპასუხიან (ათი 1-ქულიანი და ოცდაათი 2-ქულიანი) დავალებას, ხოლო ბ ნაწილი - ხუთ 6-ქულიან მრავალდავალებიან ამოცანას. ყველა დავალების შესასრულებლად კანდიდატს ეძლევა 2 საათი და 15 წუთი.
მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თებერვლის გამოცდაზე გამოსული კანდიდატების უმრავლესობამ წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მიიღო გამსვლელი ქულა.
კანდიდატებმა საკმაოდ კარგად უპასუხეს ა ნაწილის არჩევითპასუხიან დავალებებს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის თემები, რომელთა კითხვებს კანდიდატებმა კარგად უპასუხეს:
- ბიზნესორგანიზაცია;
- გარე ფაქტორების ანალიზი - პოლიტიკური და სამართლებრივი ფაქტორები;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები და საინფორმაციო სისტემები ბიზნესში;
- პროფესიული ეთიკა ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნესში;
- თანამშრომელთა მოზიდვა და შერჩევა;
- ინდივიდუალური მიღწევების განხილვა და შეფასება.
ამასთან, იყო ისეთი თემები, რომელთა კითხვებზე კანდიდატებს გაუჭირდათ სწორი პასუხის გაცემა:
- ბიზნესორგანიზაცია და სტრუქტურა;
- ორგანიზაციული კულტურა ბიზნესში;
- გარემოს ანალიზი - კონკურენციის ფაქტორები;
- გარემოს ანალიზი - სოციალური, გარემოსა და ტექნოლოგიური ფაქტორები;
- გარემოს ანალიზი - ეკონომიკური ფაქტორები;
- მართვა და სოციალური პასუხისმგებლობა;
- ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ფუნქცია;
- ფინანსური სისტემები და პროცედურები;
- აუდიტი და ფინანსური კონტროლი;
- ლიდერობა, მართვა და ზედამხედველობა;
- ინდივიდუალური, ჯგუფური და გუნდური ქცევა;
- ინდივიდისა და ჯგუფების მოტივაცია.
ბ ნაწილის ამოცანები ეხება შემდეგ თემებს:
- პირველი ამოცანა - დაინტერესებული მხარეები ბიზნესორგანიზაციაში;
- მეორე ამოცანა - თაღლითობა, თაღლითური ქმედება და მისი პრევენცია ბიზნესში;
- მესამე ამოცანა - წვრთნა და სწავლება სამუშაო ადგილზე;
- მეოთხე ამოცანა - პერსონალური ეფექტურობა სამუშაო ადგილზე;
- მეხუთე ამოცანა - კომუნიკაცია ბიზნესში.
კანდიდატების უმრავლესობამ ყველა ამოცანას კარგად უპასუხა, თუმცა ბევრ კანდიდატს გაუჭირდა მეორე და მეხუთე ამოცანების ამოხსნა.
კანდიდატების უმრავლესობამ პასუხი გასცა ა და ბ ნაწილის ყველა კითხვას, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ა ნაწილში კანდიდატებმა არ შემოხაზეს არც ერთი პასუხი. ასეთი მიდგომა მცდარია - თუ არ იცით, რომელი პასუხია სწორი, გამორიცხეთ მცდარი პასუხები და მონიშნეთ ის, რომელიც თქვენი აზრით სწორია. ჩვენი დაკვირვებით, გამოცდის დრო
– 2 სთ და 15 წუთი - საკმარისია, რომ კარგად მომზადებულმა კანდიდატმა მოასწროს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მიუხედავად ამისა, მინდა ხაზი გავუსვა დროის სწორი განაწილების აუცილებლობას. F1/ბბ მოდულის შემთხვევაში ზოგადი წესია, რომ ა და ბ ნაწილებს შორის დრო პროპორციულად უნდა განაწილდეს შემდეგნაირად - კანდიდატმა ა ნაწილი უნდა ამოხსნას
1 საათ 35 წუთში, ხოლო ბ ნაწილი - 40 წუთში.
გარდა ამისა, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ყველა დავალების პირობა ცხადად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული, ამიტომ კითხვებზე პასუხის გაცემისას დიდხანს ნუ ფიქრობთ, ნუ დაკარგავთ დროს. თუ გაგიჭირდათ კითხვაზე პასუხის გაცემა, ყურადღებით წაიკითხეთ ყველა სავარაუდო პასუხი და გამორიცხეთ ცალსახად მცდარი ვარიანტ(ებ)ი; შემდეგ კი ორი პასუხიდან აირჩიეთ ისეთი, რომელიც, თქვენი აზრით, სწორია. მაგრამ ნუ გაჩერდებით და ნუ დაკარგავთ ბევრ დროს ისეთი დავალების ამოხსნაზე, რომლის თეორიული მასალა ცუდად იცით ან დაგავიწყდათ. გადადით შემდეგ დავალებაზე.
F1/ბბ „ბუღალტერი ბიზნესში“ მოდულის ჩაბარების სტატისტიკა
ბაფი
|
2020 წ. ივლისი
|
2020 წ. იანვარი
|
2021 წ. თებერვალი
|
91%
|
85%
|
95%
|
ACCA Global
|
2019 წ. დეკემბერი
|
2020 წ. სექტემბერი
|
2020 წ. დეკემბერი
|
82%
|
86%
|
84%
|
F2/მა „მმართველობითი აღრიცხვა“ მოდულის გამოცდის პროგრამა და ფორმატი არ შეცვლილა:
ა ნაწილი მოიცავდა ორმოც 2-ქულიან არჩევითპასუხიან დავალებას, ხოლო ბ ნაწილი -
ორ 10-ქულიან ამოცანას. ყველა დავალების ამოსახსნელად კანდიდატს ეძლევა 2 საათი და 15 წუთი.
ა ნაწილის თხუთმეტი დავალება საანგარიშო იყო, ხოლო ოცდახუთი - თეორიული. კანდიდატებმა კარგად უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს:
- მონაცემთა წყაროები;
- ზედნადები ხარჯების აღრიცხვა;
- დანახარჯთა აღრიცხვის მეთოდები;
- ბიუჯეტის ქცევითი ასპექტები;
- ნორმატიული დანახარჯების კალკულაციის სისტემები;
- ბიუჯეტირებული და რეალური მოგების შესაბამისობა.
კანდიდატებმა შედარებით ცუდად უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს:
- მარაგების აღრიცხვა;
- კალკულაცია ზღვრული დანახარჯებით და დანახარჯთა სრული განაწილებით;
- ბიუჯეტის შედგენის არსი და მიზანი;
- ბიუჯეტის მომზადება;
- ბიუჯეტის კონტროლი და ანგარიშგება;
- დანახარჯების შემცირება და ღირებულების გაუმჯობესება.
ბ ნაწილი მოიცავს ორ ამოცანას, რომლებიც შედგენილია შემდეგი თემების მიხედვით:
პირველი ამოცანა - შედეგიანობის შეფასება;
მეორე ამოცანა - ნორმატიული დანახარჯების კალკულაცია.
ბ ნაწილის ამოცანების ამოხსნისას კანდიდატებს ჰქონდათ შემდეგი პრობლემები, კერძოდ, მათ გაუჭირდათ:
- სწრაფი ლიკვიდობის კოეფიციენტის გამოთვლა;
- კრედიტორული დავალიანების დაფარვის პერიოდის გამოთვლა;
- მასალების გამოყენების მთლიანი გადახრის გამოთვლა;
- კორექტირებული ბიუჯეტისა და დანახარჯების კონტროლის შესახებ მოსაზრებების სისწორის შეფასება.
კანდიდატების უმრავლესობამ პასუხი გასცა ა და ბ ნაწილის ყველა კითხვას, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ა ნაწილში კანდიდატებმა არ შემოხაზეს არც ერთი პასუხი. გამოცდის დრო - 2 სთ და 15 წუთი - საკმარისია, რომ კარგად მომზადებულმა კანდიდატმა მოასწროს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მიუხედავად ამისა, მინდა ხაზი გავუსვა დროის სწორი განაწილების აუცილებლობას. F2/მა მოდულის შემთხვევაში, ზოგადი წესია, რომ ა და ბ ნაწილებს შორის დრო პროპორციულად უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: კანდიდატმა ა ნაწილი უნდა ამოხსნას 1 საათსა და 45 წუთში, ხოლო ბ ნაწილი - 30 წუთში.
F2/მა „მმართველობითი აღრიცხვა“ მოდულის ჩაბარების სტატისტიკა
ბაფი
|
2020 წ. ივლისი
|
2020 წ. იანვარი
|
2021 წ. თებერვალი
|
76%
|
87%
|
82%
|
ACCA Global
|
2019 წ. დეკემბერი
|
2020 წ. სექტემბერი
|
2020 წ. დეკემბერი
|
64%
|
87%
|
69%
|
F3/ფა „ფინანსური აღრიცხვა“ მოდულის გამოცდის პროგრამა და ფორმატი არ შეცვლილა:
ა ნაწილი მოიცავდა ორმოც 2-ქულიან არჩევითპასუხიან დავალებას, ხოლო ბ ნაწილი - ორ 10-ქულიან ამოცანას. ყველა დავალების შესასრულებლად კანდიდატებს ეძლევათ 2 საათი და 30 წუთი.
ა ნაწილის ცხრამეტი დავალება საანგარიშო იყო, ხოლო ოცდაერთი - თეორიული.
კანდიდატებმა საკმაოდ კარგად უპასუხეს ა ნაწილის არჩევითპასუხიან დავალებებს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის თემები, რომელთა კითხვებს კანდიდატებმა კარგად უპასუხეს:
- ორადი გატარების პრინციპი, პირველადი გატარების ჟურნალები;
- ძირითადი ოპერაციების ჩაწერა და ბუღალტრული ანგარიშების დაბალანსება;
- უკან დაბრუნება, ფასდათმობა, დღგ;
- მაკონტროლებელი ანგარიშების შეჯერება;
- ძირითადი ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაცია.
კანდიდატებს გაუჭირდათ შემდეგი თემების მიხედვით შედგენილი დავალებების ამოხსნა:
- მარეგულირებელი და სტრუქტურული საფუძვლები;
- ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ასახვა;
- კრედიტორული დავალიანება, ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები;
- შეცდომების კორექტირება და დამხმარე ანგარიშები;
- ბასს 7, ბასს 10, ფასს
ბ ნაწილი მოიცავს ორ ამოცანას, რომლებიც შედგენილია შემდეგი თემების მიხედვით:
პირველი ამოცანა - საერთო მოგებისა და საოპერაციო მოგების მარჟების გაანგარიშება და ჯგუფის კონსოლიდირებული მოგებისა და ზარალის ანგარიშგების მომზადება;
მეორე ამოცანა - კომპანიის მოგებისა და ზარალის ანგარიშებისა და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების აქტივების ნაწილის მომზადება.
პირველი ამოცანის ა ნაწილის კითხვაში მოითხოვებოდა კომპანიის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების გამოყენებით საერთო მოგების მარჟისა და საოპერაციო მარჟის კოეფიციენტების გამოთვლა. კანდიდატების უმრავლესობამ აღნიშნული კოეფიციენტების გამოთვლის კარგი ცოდნა გამოავლინა.
პირველი ამოცანის ბ ნაწილის კითხვაში მოითხოვებოდა კონსოლიდირებული მოგებისა და ზარალის ანგარიშგების მომზადება. კანდიდატებმა შედარებით სუსტად უპასუხეს ამოცანის ამ ნაწილს, კერძოდ, ზოგ კანდიდატს გაუჭირდა დაბეგვრის შემდეგ მისაკუთვნებელი მოგების გამოთვლა. სუსტ პასუხებში კანდიდატებს გაუჭირდათ გაყიდვებიდან ამონაგების და რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გამოთვლაც.
მეორე ამოცანაში მოითხოვებოდა კომპანიის მოგებისა და ზარალის და ასევე ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების (აქტივების ნაწილი) მომზადება. კანდიდატების უმრავლესობამ აჩვენა მოგებისა და ზარალის და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების შევსების კარგი ცოდნა. სუსტ პასუხებში კანდიდატებმა ვერ გამოთვალეს რეალიზებული საქონლის თვითღირებულების და სავაჭრო დებიტორული დავალიანების თანხები.
კანდიდატების უმრავლესობამ პასუხი გასცა ა და ბ ნაწილის ყველა კითხვას, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ა ნაწილში კანდიდატებმა არ შემოხაზეს არც ერთი პასუხი. გამოცდის დრო - 2 სთ და 30 წუთი - საკმარისია, რომ კარგად მომზადებულმა კანდიდატმა მოასწროს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მიუხედავად ამისა, მინდა ხაზი გავუსვა დროის სწორი განაწილების აუცილებლობას. F3/ფა მოდულის შემთხვევაში, ზოგადი წესია, რომ ა და ბ ნაწილებს შორის დრო პროპორციულად უნდა განაწილდეს შემდეგნაირად - კანდიდატმა ა ნაწილი უნდა ამოხსნას
2 საათში, ხოლო ბ ნაწილი - 30 წუთში.
F3/ფა „ფინანსური აღრიცხვა“ მოდულის ჩაბარების სტატისტიკა
ბაფი
|
2020 წ. ივლისი
|
2020 წ. იანვარი
|
2021 წ. თებერვალი
|
71%
|
65%
|
77%
|
ACCA Global
|
2019 წ. დეკემბერი
|
2020 წ. სექტემბერი
|
2020 წ. დეკემბერი
|
71%
|
77%
|
73%
|
F4/ქბ „ქართული ბიზნესსამართალი“ მოდულის გამოცდის პროგრამა და ფორმატი არ შეცვლილა - გამოცდაზე მოცემული იყო ოცდახუთი 4-ქულიანი კაზუსი, რომლებიც ეხებოდა ყველა გავლილ თემას.
კანდიდატებმა კარგად უპასუხეს კაზუსებს, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 151 და 184;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 247;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 428;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 509 და 510;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 635 და 655;
- ინკოტერმს-2010;
- საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" მუხლი
კანდიდატებმა შედარებით ცუდად უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 33;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 109;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 62;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 306;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 394, 397, 409 და 413;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 367 და 624;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 647 და 342;
- საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" მუხლი 5;
- საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" მუხლი 46;
- საქართველოს შრომის კოდექსი მუხლი 10 და 18;
- საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" მუხლი 28;
- საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" მუხლი 44, 47 და 48;
- საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" მუხლი 31 და
კანდიდატების უმრავლესობამ ყველა კაზუსს გასცა პასუხი. ყველა დავალების შესასრულებლად კანდიდატებს ეძლევათ 3 საათი და 30 წუთი, ანუ თითო კაზუსის პასუხი კანდიდატმა უნდა დაწეროს 8 წუთში.
F4/ქბ „ქართული ბიზნესსამართალი“ მოდუის ჩაბარების სტატისტიკა
ბაფი
|
2020 წ. ივლისი
|
2020 წ. იანვარი
|
2021 წ. თებერვალი
|
80%
|
91%
|
85%
|
ACCA Global
|
2019 წ. დეკემბერი
|
2020 წ. სექტემბერი
|
2020 წ. დეკემბერი
|
83%
|
88%
|
86%
|
F5/სშმ „საქმიანობის შედეგების მართვა“ მოდულის გამოცდის პროგრამა და ფორმატი არ შეცვლილა - გამოცდაზე მოცემული იყო თხუთმეტი 2-ქულიანი არჩევითპასუხიანი დავალება, სამი ათქულიანი სცენარი (თითოეული მოიცავს ხუთ 2-ქულიან არჩევითპასუხიან დავალებას) და ორი 20-ქულიანი ამოცანა. ყველა დავალების ამოსახსნელად კანდიდატს ეძლევა 3 საათი და 30 წუთი.
ა ნაწილის ხუთი დავალება საანგარიშო იყო, ხოლო ათი - თეორიული. კანდიდატებმა საკმაოდ კარგად უპასუხეს ა ნაწილის არჩევითპასუხიან დავალებებს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის თემები, რომელთა კითხვებს კანდიდატებმა კარგად უპასუხეს:
- რელევანტური დანახარჯების კალკულაცია;
- რეალიზაციის ნომენკლატურისა და რაოდენობის გადახრები.
კანდიდატებმა შედარებით ცუდად უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ეხეობდა შემდეგ თემებს:
- დანახარჯი-მოცულობა-მოგების ანალიზი;
- დაგეგმვა შეზღუდული ფაქტორების გათვალისწინებით.
ბ ნაწილის პირველი სცენარი შედგენილი იყო თემების „საქმიანობის სახეების მიხედვით დანახარჯთა კალკულაციის მეთოდი“, მეორე - „ფასდადგენა“, ხოლო მესამე - „საქმიანობის შედეგების შეფასება“ მიხედვით.
ბ ნაწილის ამოცანების ამოხსნისას კანდიდატებს ჰქონდათ შემდეგი პრობლემები, კერძოდ, მათ გაუჭირდათ:
- კონკრეტული პროდუქტის თვითღირებულების გაანგარიშება;
- კონკრეტულ პროდუქტზე მისაკუთვნებელი საწარმოო ზედნადები ხარჯების გაან გარიშება;
- კომპანიის ლევერიჯისა და პროცენტის დაფარვის კოეფიციენტის გაანგარიშება;
- პროცენტის დაფარვისა და დივიდენდის დაფარვის კოეფიციენტების ცვლილებებზე მსჯელობა;
- დებიტორული დავალიანების ამოღების პერიოდის გამოთვლა.
გ ნაწილის პირველი ამოცანა ეხებოდა თემას „საქმიანობის შედეგების შეფასება და კონტროლი“.
„ა“ ნაწილში (6 ქულა) მოითხოვებოდა კომენტარი, სცენარის კონტექსტში ქვედანაყოფისა და მენეჯერის საქმიანობის შედეგების შესაფასებლად, ინვესტიციის უკუგების კოეფიციენტის გამოყენების შესახებ. კანდიდატების უმრავლესაბამ სწორი და სრულყოფილი პასუხი გასცა ამ კითხვას. სუსტი პასუხების შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ აეხსნათ აღნიშნული კოეფიციენტის გამოყენების მიზანშეწონილობაზე სცენარის კონტექსტში კანდიდატებმა შეაფასეს მენეჯერისა და ქვედანაყოფის საქმიანობა, რაც არ მოითხოვებოდა და, შესაბამისად, ასეთი პასუხი შეფასდა 0 ქულით.
„ბ“ ნაწილში (4 ქულა) მოითხოვებოდა ინვესტიციის უკუგების კოეფიციენტის ალტერნატივების შემოთავაზება და სცენარის კონტექსტში შესაბამისი არგუმენტების მოყვანა. კანდიდატებს არ გაუჭირდათ აღნიშნული კოეფიციენტის ალტერნატივების შემოთავაზება, მაგრამ ბევრმა გამოტოვა მოთხოვნის მეორე ნაწილი და არ მოიყვანა არგუმენტები პირობაში მოცემული სცენარის კონტექსტში.
„გ“ ნაწილში (10 ქულა) მოითხოვებოდა სცენარის კონტექსტში ქვედანაყოფისა და მენეჯერის საქმიანობის შედეგების შეფასება სხვა კოეფიციენტების გამოყენებით. კანდიდატების უმრავლესობამ სრულად გამოიყენა სცენარში მოყვანილი ფინანსური ინფორმაცია, რომელიც შედეგების ანალიზისთვის ბევრი რელევანტური კოეფიციენტის გამოთვლის (და შესაბამისი კომენტარების) საშუალებას იძლეოდა და მიიღეს მაღალი ქულები. სუსტი პასუხების შემთხვევაში, კანდიდატები მხოლოდ ერთი ან ორი კოეფიციენტით და ერთი ან ორი რელევანტური კომენტარით შემოიფარგლნენ.
გ ნაწილის მეორე ამოცანა ეხებოდა თემას „გადახრების ანალიზი“.
„ა“ ნაწილში (7 ქულა) მოითხოვებოდა მასალების გადახრის დეტალურად გამოთვლა. ზოგ წარჩინებულ კანდიდატსაც გაუჭირდა მასალების გადახრების გამოთვლა. სუსტ კანდიდატებს არ ჰქონია მასალების მთლიანი გადახრის ფასისა და გამოყენების გადახრებად, ასევე გეგმურ და საოპერაციო გადახრებად დაყოფის მცდელობა და მთლიანი გადახრაც არასწორად იყო გამოთვლილი.
„ბ“ ნაწილში (5 ქულა) მოითხოვებოდა შრომის ნაყოფიერების გადახრის დეტალურად გამოთვლა. ბევრმა კანდიდატმა ამ ნაწილის პასუხი ცუდად დაწერა, ძირითადად, გამოთვალეს შრომის მწარმოებლურობის გადახრა, მაგრამ ვერ გამოთვალეს შრომის ნაყოფიერების გადახრა და არ დაყვეს გეგმურ და საოპერაციო გადახრებად.
„გ“ ნაწილში (8 ქულა) მოითხოვებოდა წარმოების მენეჯერის შედეგების შეფასება. კარგად მომზადებული კანდიდატების პასუხები მისაღები, მაგრამ არასრულყოფილი იყო. ბევრმა კანდიდატმა სრული 8 ქულის მისაღებად ვერ ჩამოაყალიბა საჭირო რაოდენობის მოსაზრება და, როგორც წესი, კარგად მომზადებულმა კანდიდატებმა მიიღებს 4-5 ქულა. სუსტ კანდიდატებს არ გამოუყენებია გადახრების ანალიზის შედეგები და შეადარეს გეგმური ციფრები ფაქტიურს ყოველგვარი ანალიზის გარეშე.
კანდიდატების უმრავლესობამ ყველა დავალებას გასცა პასუხი. ყველა დავალების შესას რულებლად კანდიდატებს ეძლევა 3 საათი და 30 წუთი. F5/სშმ მოდულის შემთხვევაში ზოგადი წესია, რომ ა, ბ და გ ნაწილებს შორის დრო პროპორციულად უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: კანდიდატმა
ა ნაწილი უნდა ამოხსნას 1 საათში, ბ ნაწილი - 65 წუთში, ხოლო გ ნაწილი - 1 საათსა და 25 წუთში, ანუ თითო ამოცანა უნდა ამოიხსნას 42-43 წუთში.
F5/სშმ „საქმიანობის შედეგების მართვა“ მოდულის ჩაბარების სტატისტიკა
ბაფი
|
2020 წ. ივლისი
|
2020 წ. იანვარი
|
2021 წ. თებერვალი
|
65%
|
64%
|
65%
|
ACCA Global
|
2019 წ. დეკემბერი
|
2020 წ. სექტემბერი
|
2020 წ. დეკემბერი
|
35%
|
39%
|
40%
|
F6/სბ „საგადასახადო დაბეგვრა“ მოდულის გამოცდის პროგრამა და ფორმატი არ შეცვლილა - გამოცდაზე მოცემული იყო ოცი 2-ქულიანი არჩევითპასუხიანი დავალება და ორი 20-ქულიანი ამოცანა. ყველა დავალების ამოსახსნელად კანდიდატს ეძლევა 3 საათი და 30 წუთი.
ა ნაწილის ხუთი დავალება საანგარიშო იყო, ხოლო თხუთმეტი - თეორიული. კანდიდატებმა საკმაოდ კარგად უპასუხეს ა ნაწილის არჩევითპასუხიან დავალებებს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის თემები, რომელთა კითხვებს კანდიდატებმა კარგად უპასუხეს:
- მუხლი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
- მუხლი ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი;
- მუხლი გადასახადის უკანონო ჩათვლა;
- მუხლი დღგ-სათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა;
კანდიდატებმა შედარებით ცუდად უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს:
- მუხლი ტერმინთა განმარტება;
- მუხლი საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას;
- მუხლი ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა;
- მუხლი ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა;
- მუხლი საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება.
ბ ნაწილის პირველი ამოცანა ეხებოდა თემას „საშემოსავლო გადასახადი“, მეორე ამოცანა - „მოგების გადასახადი (ესტონური მოდელი), ხოლო მესამე ამოცანა - „დამატებული ღირებულების გადასახადი“.
პირველი ამოცანა მოიცავდა ორ ნაწილს.
პირველ ნაწილში (12 ქულა) მოითხოვებოდა პირობაში მოცემული მონაცემების საფუძველზე ხელფასის დარიცხვის უწყისის შევსება და შესაბამისი თანხების გაანგარიშება:
- მივლინებასთან დაკავშირებული სარგებელი (1,5 ქულა) - ბევრმა კანდიდატმა სწორად გამოთვალა სარგებლის თანხა და მიიღო სრული 1,5 ქულა. სუსტ კანდიდატებს გაუჭირდათ აღნიშნული სარგებლის გამოთვლა, არეული ჰქონდათ ნორმით განსაზღვრული და ფაქტიური ხარჯები;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის შევსება - საწარმოს თანამშრომლების მიერ ხელფასის სახით (მათ შორის სარგებელი) მიღებული დასაბეგრი შემოსავლის გამოანგარიშება (3,5 ქულა) - კანდიდატების უმრავლესობამ წარმატებით გამოთვალეს ყველა თანამშრომლის თანხები. სუსტ პასუხებში კანდიდატებს არ ჰქონდათ გათვალისწინებული ერთ-ერთ შენიშვნაში აღწერილი ფაქტი, კერძოდ ის, რომ კომპანიამ ერთიანად გადარიცხა ორი თანამშრომლის ბავშვების დაფინანსება და, შესაბამისად, გადარიცხული თანხა უნდა გადანაწილებულიყო ორ თანამშრომელზე;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის შევსება - საწარმოს თანამშრომლების მიერ მიღებული შემოსავლიდან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და ხელზე მისაღები თანხის სიდიდის გამოანგარიშება (3,5 ქულა). სუსტ პასუხებში კანდიდატებმა არ გაითვალისწინეს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის გადარიცხული მშობიარობის ღირებულება;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის შევსება - საწარმოს თანამშრომლების მიერ მიღებული შემოსავლიდან დასაკავებელი საპენსიო შენატანის თანხის გამოანგარიშება (3,5 ქულა) – კანდიდატების უმრავლესობამ სწორად გამოთვალა აღნიშნული თანხები.
მეორე ნაწილში (8 ქულა) მოითხოვებოდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის შევსება და საშემოსავლო გადასახადის სიდიდის გაანგარიშება. კანდიდატების უმრავლესობას გაუჭირდა დეკლარაციის შევსება. ბევრმა კანდიდატმა სწორად ვერ შეავსო გრაფები, რომლებიც ეხებოდა მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემულ ანაზღაურებას; საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულ განაცემებს; გადახდის წყაროსთან საწარმოებისთვის (ორგანიზაციებისთვის) დაკავებული ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხებს. აბსოლუტურად ყველა კანდიდატმა სწორად შეავსო 58-69 გრაფები.
მეორე ამოცანა მოიცავდა ორ ნაწილს.
პირველ ნაწილში (9 ქულა) მოითხოვებოდა, პირობაში მოცემული სამეურნეო ოპერაციების საფუძველზე, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტების გაანგარიშება.
- კანდიდატების უმრავლესობამ სწორად დაადგინა წარმომადგენლობითი ხარჯების მიხედვით დაბეგვრის ობიექტი. რამდენიმე კანდიდატმა საერთოდ არ გამოთვალა აღნიშნული თანხა. ზოგიერთი კანდიდატი არ შემოიფარგლა დაბეგვრის ობიექტის გაანგარიშებით და შეასრულა აგროსვისა და მოგების გადასახადის გაანგარიშებაც, რაც შინაარსობრივად არასწორია და ნიშნავს, რომ კანდიდატმა არ იცის, რა არის დაბეგვრის ობიექტი. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს ამ ნაწილისთვის გათვალისწინებულ ქულათა ნახევარს.
- ბევრმა კანდიდატმა სწორად დაადგინა მოგების გადასახადისგან განთავისუფლებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის დაბეგვრის სიდიდე. სუსტ პასუხებში კანდიდატებმა მოახდინეს გადარიცხული თანხის აგროსვა.
- ბევრმა კანდიდატმა სწორად დაადგინა გაცემული სესხების დაბეგვრის ობიექტი. სუსტ პასუხებში კანდიდატებმა შეასრულეს გაცემული სესხის თანხის აგროსვა.
- კანდიდატმა სწორად გამოთვალა ფასიანი ქაღალდების დაბეგვრის ობიექტი, თუმცა ზოგს გაუჭირდა ამის გაკეთება, კერძოდ, გაუჭირდათ გაცვლითი კურსის სწორად დადგენა.
- ყველა კანდიდატმა სწორად გამოთვალა ფიზიკურ პირებზე განაწილებული დაგროვილი მოგების დაბეგვრის ობიექტი.
- ბევრმა კანდიდატმა სწორად დაადგინა მოგების გადასახადისგან განთავისუფლებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის დაბეგვრის სიდიდე. სუსტ პასუხებში კანდიდატებმა მოახდინეს პირობაში მოცემული თანხების აგროსვა.
მეორე ნაწილში (11 ქულა) მოითხოვებოდა პირობაში მოცემული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსება. ბევრმა წარჩინებულმა კანდიდატმა კარგად შეავსო მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია. თუმცა, იყო ისეთი ნამუშევრებიც, რომელშიც დეკლარაცია საერთოდ შევსებული არ იყო, ან მოიცავდა ბევრ შეცდომას.
მესამე ამოცანა მოიცავდა ორ ნაწილს.
პირველ ნაწილში (12,5 ქულა) მოითხოვებოდა მოცემული სამეურნეო ოპერაციების საფუძველზე დასაბეგრი ოპერაციის სიდიდის და დასარიცხი ან ჩასათვლელი ან ჩათვლილი დღგ-ის აღსადგენი თენხების დადგენა. სუსტ კანდიდატებს გაუჭირდათ ჩასათვლელი დღგ-ის კორექტირების თანხის, უკუდაბეგვრის შედეგად გადასახდელი (დასარიცხი) და ჩასათვლელი დღგ-ის თანხის, ექსპორტის დასაბეგრი ოპერაციის სიდიდე და დასარიცხი დღგ-ის თანხის დადგენა.
მეორე ნაწილში (7,5 ქულა) მოითხოვებოდა დასაბეგრი და ჩასათვლელი ოპერაციების სიდიდისა და დასარიცხი დღგ-ის თანხის განსაზღვრა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ხვედრითი წილის, უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის და ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება. ბევრმა კანდიდატმა სწორად შეასრულა აღნიშნული ნაწილის ამოხსნა. სუსტმა კანდიდატებმა ან საერთოდ გამოტოვეს ამოცანის ეს ნაწილი, ან ბევრი შეცდომა დაუშვეს შესაბამისი თანხების ჩაწერა/გაანგარიშებისას.
კანდიდატების უმრავლესობამ ყველა დავალებას გასცა პასუხი. ყველა დავალების შესასრულებლად კანდიდატებს ეძლევათ 3 საათი და 30 წუთი. F6/სბ მოდულის შემთხვევაში, ზოგადი წესია,
რომ ა და ბ ნაწილებს შორის დრო პროპორციულად უნდა განაწილდეს, შემდეგნაირად - კანდიდატმა ა ნაწილი უნდა ამოხსნას 1 საათსა და 25 წუთში, ხოლო ბ ნაწილი -
2 საათსა და 5 წუთში, ანუ თითო ამოცანა უნდა ამოიხსნას 41-42 წუთში.
F6/სბ „საგადასახადო დაბეგვრა“ მოდულის ჩაბარების სტატისტიკა
ბაფი
|
2020 წ. ივლისი
|
2020 წ. იანვარი
|
2021 წ. თებერვალი
|
100%
|
93%
|
85%
|
ACCA Global
|
2019 წ. დეკემბერი
|
2020 წ. სექტემბერი
|
2020 წ. დეკემბერი
|
49%
|
49%
|
51%
|
F7/ფა „ფინანსური ანგარიშგება“ მოდულის გამოცდის პროგრამა და ფორმატი არ შეცვლილა - გამოცდაზე მოცემული იყო თხუთმეტი 2-ქულიანი არჩევითპასუხიანი დავალება, სამი ათქულიანი სცენარი (თითოეული მოიცავს ხუთ 2-ქულიან არჩევითპასუხიან დავალებას) და ორი 20-ქულიანი ამოცანა. ყველა დავალების ამოსახსნელად კანდიდატს ეძლევა 3 საათი და 30 წუთი.
ა ნაწილის თერთმეტი დავალება საანგარიშო იყო, ხოლო ოთხი - თეორიული. კანდიდატებმა საკმაოდ კარგად უპასუხეს ა ნაწილის არჩევითპასუხიან დავალებებს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის თემები, რომელთა კითხვებს კანდიდატებმა კარგად უპასუხეს:
- კონცეპტუალური საფუძვლები;
- კონსოლიდაცია;
- ბასს 33 შემოსავალი აქციაზე;
- ბასს 7 ფულადი ნაკადების ანგარიშგება.
კანდიდატებმა შედარებით ცუდად უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ეხებოდა შემდეგ თემებს:
- ფასს 5 - გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები;
- ბასს 40 - საინვესტიციო ქონება;
- ბასს 8 - სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებაში და შეცდომები;
- ბასს 38 - არამატერიალური აქტივები.
ბ ნაწილის სუთი დავალება საანგარიშო იყო, ხოლო ათი - თეორიული. პირველი სცენარი შედგენილი იყო თემის „მატერიალური გრძელვადიანი აქტივები“, მეორე - „ფინანსური აქტივები და ფინანსური ვალდებულებები“, ხოლო მესამე - „ბასს 37 და ბასს 10“-ის მიხედვით. ბ ნაწილის დავალებებიდან კანდიდატებს გაუჭირდათ მეორე სცენარის დავალებების ამოხსნა.
გ ნაწილის პირველი ამოცანა ეხებოდა თემას „ერთი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება“.
ამოცანის ა ნაწილში (17 ქულა) მოითხოვებოდა კომპანიის მოგებისა და ზარალის და სრული შემოსავლის ანგარიშგების მომზადება. ამოცანის ამ ნაწილის ამოხსნისას კანდიდატებს პრობლემები შეექმნათ შემდეგი მუხლების თანხების გაანგარიშებისას:
- საოპერაციო ხარჯები - ბევრ კანდიდატს გათვალისწინებული არ ჰქონდა საბროკერო საკომისიოს ხარჯებიდან ამოღება;
- საინვესტიციო შემოსავალი - კანდიდატებს გათვალისწინებული არ ჰქონდათ გაყიდვის მნიშვნელოვანი დაფინანსების კომპონენტის პროცენტი და შეძენილი ობლიგაციებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი;
- მოგების გადასახადი - ზოგმა კანდიდატმა სწორად გაითვალისწინა მოგების გადასახადის საწყისი ნაშთი, მაგრამ მიღებულ თანხას დაამატა გადავადებული გადასახადის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება შენობის გადაფასების შედეგად მიღებულ შემოსავალს.
- სხვა სრული შემოსავალი - თითქმის ყველა კანდიდატმა სწორად განსაზღვრა ძირითადი საშუალების გადაფასების თანხა, მაგრამ ბევრმა არ გამოაკლო მასთან დაკავშირებული გადავადებული გადასახადის სიდიდე, ზოგმა კი ამ ნაწილში ჩართო შემოსულობა საინვესტიციო ქონების შეფასებიდან.
ამოცანის ბ ნაწილში (3 ქულა) მოითხოვებოდა გაზავებული შემოსავლის ერთ აქციაზე გამოთვლა. ზოგმა კანდიდატმა საერთოდ გამოტოვა ამოცანის ეს ნაწილი. თუმცა, კან- დიდატებმა, რომლებმაც ამ კითხვას გასცეს პასუხი, ბევრმა მიიღო 2-3 ქულა.
გ ნაწილის მეორე ამოცანა ეხებოდა თემას „ფინანსური ანგარიშგების ანალიზი“.
ამოცანის ა ნაწილში (6 ქულა) მოითხოვებოდა საერთო მოგებისა და საოპერაციო მოგების მარჟების, სავაჭრო კრედიტორული დავალიანების ბრუნვის, გამოყენებული კაპიტალის უკუგების, ლევერიჯისა და პროცენტის დაფარვის კოეფიციენტების გამოთვლა. ყველა კანდიდატმა ამოცანის ეს ნაწილი კარგად ამოხსნა. სუსტ პასუხებში კანდიდატებს გაუ- ჭირდათ ლევერიჯის, პროცენტის დაფარვისა და გამოყენებული კაპიტალის უკუგების კოეფიციენტების გამოთვლა.
ამოცანის ბ ნაწილში (14 ქულა) მოითხოვებოდა კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებასა და დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოთვლილი კოეფიციენტების მიხედვით შესაბამისი დასკვნის გაკეთება. ბევრმა კანდიდატმა ამ ნაწილის პასუხიც კარგად დაწერა. მაგრამ ზოგმა კანდიდატმა ამ კითხვას საერთოდ არ გასცა პასუხი.
კანდიდატების უმრავლესობამ ყველა დავალებას გასცა პასუხი. ყველა დავალების შესასრულებლად კანდიდატებს ეძლევათ 3 საათი და 30 წუთი. F7/ფა მოდულის შემთხვევაში, ზოგადი წესია, რომ ა, ბ და გ ნაწილებს შორის დრო პროპორციულად უნდა განაწილდეს, შემდეგნაირად - კანდიდატმა ა ნაწილი უნდა ამოხსნას 1 საათში, ბ ნაწილი - 65 წუთში, ხოლო გ ნაწილი - 1 საათსა და 25 წუთში, ანუ თითო ამოცანა უნდა ამოიხსნას 42-43 წუთში.
F7/ფა „ფინანსური ანგარიშგება“ მოდულის ჩაბარების სტატისტიკა
ბაფი
|
2020 წ. ივლისი
|
2020 წ. იანვარი
|
2021 წ. თებერვალი
|
71%
|
51%
|
67%
|
ACCA Global
|
2019 წ. დეკემბერი
|
2020 წ. სექტემბერი
|
2020 წ. დეკემბერი
|
44%
|
50%
|
48%
|