აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერააუდიტის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა აუდიტორების/აუდიტური კომპანიებისათვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 9 ივნისის მდგომარეობით დასრულდა აუდიტორულ პროგრამა E-dok-ში HAT-ის მეთოდოლოგიის სამუშაო დოკუმენტების ინტეგრირება, რომლის შედეგად შეიქმნა „პროექტის შაბლონი - Financial Statements Audit by HAT Methodology“. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, რომელსაც შეძენილი აქვს პროგრამა E-dok-ის გამოყენების უფლება, შეუძლიათ შექმნილი შაბლონის პროექტი გადაწერონ E-dok-ის ლინქიდან „გაზიარებული პროექტის შაბლონები“.
HAT -ის მეთოდოლოგიის საფუძველზე შექმნილი პროექტის შაბლონის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარდება ორი ონლაინ ტრენინგი. I ჯგ - 23.06.2020-24.06.2020; 18:00სთ-20:00სთ II ჯგ - 25.06.2020-26.06.2020; 18:00სთ-20:00სთ გთხოვთ გაითვალისწინოთ, ტრენინგში მონაწილეობისათვის თითოეულ აუდიტორულ კომპანიიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს ერთი აუდიტორი აგრეთვე, ინდივიდუალური აუდიტორები. რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე https://forms.gle/uGQ8njKVaA5zJ7gn6 სასურველია ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდეთ E-dok-ის პროგრამის გამოყენების უფლება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამა შეიძინონ (პროგრამის ღირებულებაა 150 €) ან ითხოვონ მისი გამოყენების უფლება 3 თვით. პროგრამის შეძენის ან გამოყენების უფლებისათვის უნდა მიმართოთ ელექტრონული წერილით პროგრამის გამავრცელებლებს მისამართზე: e-dok@audiitorkogu.ee; jekaterina@parent.ee აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილია პრაქტიკული სემინარები HAT -ის მეთოდოლოგიაში, სადაც სასურველია ჩართული იყვნენ ის პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ივნისში ჩატარებულ ონლაინ ტრენინგში. ონლაინ ტრენინგის ზუსტ თარიღსა და დროს აგრეთვე, მასში მონაწილეთა დარეგისტრირებისათვის საჭირო ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ბაფში: 235 67 56; 235 43 97; 593 309 802 (შორენა გამიაშვილი) ბაფის ადმინისტრაცია |