საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის ძვირფასო წევრებო, სერტიფიცირების პრეტენდენტებო!


ბაფის ძვირფასო წევრებო,  სერტიფიცირების პრეტენდენტებო! 

პირველ რიგში,  მხნეობასა და იმედიანად ყოფნას გისურვებთ. გჯეროდეთ, ყველაფერი კარგად იქნება! 

შექმნილ ვითარებაში, ვცდილობთ შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ თქვენ მხარდასჭერად და აქტიური კომუნიკაციის შესანარჩუნებლად. ინფორმაცია, მიმდინარე  ეტაზე წევრებთან ჩვენი მომსახურების სახეებისა და ფორმების შესახებ,  შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: baf.ge.

რაც შეეხება  პროფესიული სერტიფიცირების პროგრამას,  თქვენ იცით, რომ ლექციები  მიმდინარეობს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში და პრეტენდენტების აბსოლუტური უმრავლესობა აქტიურად ემზადება ივლისის  გამოცდებისათვის.  აღნიშნულის გათვალისწინებით, ბაფი არ განიხილავს  ზაფხულის საგამოცდო სესიის  გამოტოვების შესაძლებლობას. ქვეყანაში იმ პერიოდისთვის (ივნისი-ივლისი) არსებული სიტუაციის შესაბამისად, შეიძლება განხილული იქნეს მხოლოდ გამოცდების თარიღის შეცვლა/გადავადება.

ვიმედოვნებთ, სხვა შესაძლებლობების შეზღუდვის ფონზე,   მეტი დრო გექნებათ საზაფხულო გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

გავამხნევოთ ერთმანეთი და კიდევ ცოტა ხნით  „დავრჩეთ სახლში“ !

 

პატივისცემით,

ლავრენტი ჭუმბურიძე

ბაფის აღმასრულებელი დირექტორი

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge