სემინარი აუდიტორებისათვის
სემინარი აუდიტორებისათვის – „აუდიტის სტანდარტები და მათ მიღმა“
7 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი აუდიტორებისთვის.
სემინარის თემები იყო:
აუდიტის კონტექსტი, საჭიროება და პერსპექტივები საქართველოში;
აუდიტის ხარისხის რეგულირების ჩარჩო;
აუდიტის ხარისხი - მონიტორინგისა და რეესტრის წარმოების პროცესში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები (პანელური განხილვა და დასმულ კითხვებზე პასუხი).