საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბუღალტერთა საერთაშორისო კონგრესი


ბუღალტერთა საერთაშორისო კონგრესი

MSOA 2018

ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში 5-8 ნოემბერს გაიმართა ბუღალტერთა საერთაშორისო კონგრესი, MSOA 2018.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 130 ქვეყნის 6000-ზე მეტი დელეგატი. საქართველოს კონგრესზე წარმოადგენდა, ბაფის გამგეობის თავმჯდომარე ქ-ტონი რუსუდან ჟორჟოლიანი.

კონგრესს მასპინძლობდა ავსტრალიის და ახლი ზელანდიის ბუღალტერთა პროფესიული გაერთიანება, ავსტრალიის GPA და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია.

კონგრესის ოთხივე დღე დატვირთული იყო, პროფესიული და სამეცნიერო ხასიათის მნიშვნელოვანი ღონისძიებებით. ასევე სამეცნიერო კულტურული ღონისძიებებითა და საღამოებით.

კონგრესის მიმდინარეობისას, საფუძველი ჩაეყარა ევროპის სივრცეში პროფესიული რეგიონალური ჯგუფის (დიდი ევრაზია) ჩამოყალიბებას და საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბელორუსიის, რუსეთის, ინდოეთის პროფესიულ ორგანიზციების წარმომადგენელთა მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც გამოხატავს მისწრაფებას გააძლიეროს ევრაზიის სივრცეში ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის განვითარება.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge