საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







სავალდებულო განგრძობითი პროგრამა


ინ­ფორ­მა­ცია  სა­ვალ­დე­ბუ­ლო გან­გ­რ­ძო­ბით სწავ­ლე­ბას

დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის

ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიცხ­ვის, ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუდი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი „გან­გ­რ­ძო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტის“ (მუხ­ლი 6, პუნ­ქ­ტი: 1,2) შე­სა­ბა­მი­სად, “სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტე­რი ვალ­დე­ბუ­ლია ყო­ველ­წ­ლი­უ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს გან­გ­რ­ძო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ მოთხოვ­ნებს და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ადას­ტუ­რებ­დეს თა­ვის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტე­რი, გან­გ­რ­ძო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მოთხოვ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ვალ­დე­ბუ­ლია ყო­ვე­ლი 3 (სა­მი) უწყ­ვე­ტი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მან­ძილ­ზე გა­ი­ა­როს გან­გ­რ­ძო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სულ მცი­რე 120 სა­ა­თი…”

„გან­გ­რ­ძო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტის“ მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გან­გ­რ­ძო­ბი­თი სწავ­ლე­ბის სე­მი­ნა­რე­ბი  სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნალ ბუ­ღალ­ტერ­თა და აუდი­ტორ­თა ფე­დე­რა­ცი­ა­ში ჩა­ტარ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის
21 სექ­ტემ­ბ­რი­დან. 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს N 406 ბრძანებით, აღიარდა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  2018 წლის განგრძობითი განათლების პროგრამა.

პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს 30-სა­ა­თი­ან სე­მი­ნა­რებს, სე­მი­ნა­რის სა­ფა­სუ­რი ბა­ფის წევ­რე­ბი­სათ­ვის 400 ლა­რი (დღგ-ის ჩათ­ვ­ლით, ხო­ლო არა­წევ­რე­ბი­სათ­ვის 700 ლა­რი (დღგ-ის ჩათ­ვ­ლით);

სე­მი­ნა­რე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა 21 სექ­ტემ­ბ­რი­დან 21 დე­კებ­რამ­დე პე­რი­ოდ­ში.
ჯგუ­ფებ­ში რე­გის­ტ­რა­ცია და­იწყე­ბა 11 სექ­ტემ­ბ­რი­დან, ჯგუ­ფე­ბის არ­ჩე­ვა და 
რე­გის­ტ­რა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლოა  26 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე.

სე­მი­ნა­რის თე­მე­ბი და სა­ა­თობ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა 

  • ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი 15 სა­ა­თი;
  • ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი 12 სა­ა­თი;
  • სა­გა­და­სა­ხა­დო და ბიზ­ნეს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი 3 სა­ა­თი.

გან­გ­რ­ძო­ბი­თი სწავ­ლე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი  ყვე­ლა პი­რი  ვალ­დე­ბუ­ლი­ა, მათ­თ­ვის სა­სურ­ველ ჯგუ­ფებ­ში, რე­გის­ტ­რა­ცია გა­ი­ა­რონ  ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, შემ­დეგ მი­სა­მარ­თ­ზე:  http://lms.accatraining.ge/projects/gfpaa/login/student/index.php

რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო­ა:  რე­გის­ტ­რა­ცი­ის ნო­მე­რი და პა­რო­ლი (გა­მო­ი­ყე­ნეთ ძვე­ლი ნო­მე­რი და პა­რო­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­მარ­თეთ ბა­ფის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას);  ჯგუ­ფის არ­ჩე­ვა; გა­დახ­დის ქვით­რის ატ­ვირ­თ­ვა.

ბა­ფის გან­გ­რ­ძო­ბი­თი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მა (თე­მა­ტი­კა, სე­მი­ნა­რის სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა) ეფუძ­ნე­ბა  ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიცხ­ვის, ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუდი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი „გან­გ­რ­ძო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტის“ მოთხოვ­ნებს, რო­მე­ლიც  შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ვებ­გ­ვერ­დებ­ზე:
saras.gov.ge an baf.ge

ბა­ფის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge