განგრძობითი განათლების სტანდარტი"განგრძობითი განათლების სტანდარტი" შემუშავდა "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) მოთხოვნების გათვალისწინებით. ისახავს რა მიზნად სერტიფიცირებული ბუღალტრის კვალიფიკაციის შენარჩუნებას, სტანდარტი განსაზღვრავს განგრძობითი განათლების პროგრამას, მისი განხორციელებისა და აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს. საყურადღებოა, რომ სტანდარტის თანახმად სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ყოველწლიურად, დადგენილი წესით შეასრულოს განგრძობითი განათლების მოთხოვნა არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრისა და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია პროფესიულ ორგანიზაციაში ამ მოთხოვნის შესრულების შესახებ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 31 იანვრისა. |