ბაფის საერთო (22-ე) კრება
ბაფის საერთო (22-ე) კრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წევრებისათვის
ბაფის გამგეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 მაისს, შაბათს 12 საათზე მოწვეულია ბაფის საერთო (22-ე) კრება, მიმდინარეობს დელეგატთა რეგისტრაცია.
ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება დარეგისტრირდეს დელეგატად და მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში.
დელეგატად დარეგისტრირების მსურველმა პირებმა მიმდინარე წლის 15 მაისამდე უნდა მიმართონ ბაფის კანცელარიას (შორენა გამიაშვილი, ტელ: 235 01 57; 235 43 97).
საერთო კრების ჩატარების ადგილი:
თბილისი, წერეთლის გამზირი 118,
გამოფენების ცენტრი (ექსპოჯორჯია), მე-3 პავილიონი
საერთო კრების სამუშაო გრაფიკი
1.
|
დელეგატების რეგისტრაცია, ყავა-ჩაი
|
12.00-12.30
|
2.
|
საერთო კრების გახსნა, თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა. დღის წესრიგის წარდგენა და დამტკიცება
|
12.30-12.40
|
3.
|
გამგეობის ანგარიში საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შესახებ
|
12.40-13.10
|
4.
|
სარევიზიო კომისიის ანგარიში
|
13.10-13.25
|
5.
|
ბაფის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგები
|
13.25-13.40
|
6.
|
დისკუსია (კითხვა-პასუხი) საერთო კრებაზე წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ, ბაფის 2016 წლის საქმიანობის შეფასება საერთო კრების მიერ
|
13.40- 14.00
|
7.
|
ბაფის ღვაწლმოსილი წევრების დაჯილდოვება
|
14.00- 14 .15
|
8.
|
საერთო კრების დახურვა
|
14.15
|
ბაფის გამგეობა