ბაფის ნამდვილი წევრების საყურადღებოდ!
2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია ნამდვილი წევრებისათვის ატარებს განგრძობითი სწავლების პროგრამით გათვალისწინებულ სემინარებს.
სემინარის ძირითადი თემებია:
1. მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო სტანდარტები;
2. საგადასახადო დაბეგვრის სფეროს სიახლეები.
ბაფის ნამდვილი წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ სემინარებში. სემინარებში მონაწილეობა ჩაითვლება 2015 წლის განგრძობითი სწავლების პროგრამაში.
სემინარის ღირებულება: წევრებისათვის 60 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;
რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება ხდება წინასწარ.