საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







პროფესიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები რეგიონებში: აჭარის რეგიონი


პროფესიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები რეგიონებში

პროფესიაში მიმდინარე რეფორმების საპასუხოდ, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი)  2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია  წევრებთან და პროფესიის სხვა წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრები რეგიონებში.

სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ახორციელებს ბაფის წევრებთან ურთიერთობის კომიტეტი (თავმჯდომარე ნ. ბაკაშვილი), ბაფის აღმასრულებელი სტრუქტურა, შესაბამისი რეგიონის   ბაფის წარმომადგენლებთან კოორდინაციით. 

შეხვედრების თემატიკა სხვადასხვა საკითხებს მოიცავს, მათ შორის, მნიშვნელოვანია პროფესიის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება ორმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით.

მიმდინარე პერიოდისათვის სამუშაო შეხვედრები გაიმართება 27 ოქტომბერს აჭარის რეგიონში (ქ. ბათუმი)  და 28 ოქტომბერს იმერეთის რეგიონში (ქ. ქუთაისი):

სამუშაო შეხვედრების თემატიკა და სამუშაო გრაფიკი იხილეთ ქვემოთ.

 

  1. სამუშაო შეხვედრა აჭარის რეგიონში

 

მოკლე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ   

 

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, პარასკევს  15 საათზე ქ. ბათუმში დაგეგმილია შეხვედრა ბაფის წევრებთან.  ღონისძიებაში მონაწილეობა, ასევე, შეუძლიათ ბაფის არაწევრ აუდიტორებსა და ბუღალტრებს.

 

ღონისძიების  ჩატარების ადგილი: სასტუმრო „მონარქი“. მისამართი - მელაშვილის ქ. 39

 

  შეხვედრის თემატიკა და სამუშაო გრაფიკი  

 

 

დღის წესრიგი

მომხსენებლები

რაფიკი

1

ღონისძიების გახსნა, მომხსენებლების წარდგენა,

მაია ფეიქრიშვილი, ბაფის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

15.00 -15.05

2.

პროფესიის წარმომადგენლებთან რეგიონალური შეხვედრების შესახებ

ნიკოლოზ ბაკაშვილი, გამგეობის წევრი, წევრებთან ურთიერთობის კომ-ტის თავ-რე

15.05-15.10

3

პროფესიაში მიმდინარე პროცესებისა და ბაფის საქმიანობის აქტუალური თემების მოკლე მიმოხილვა

რუსუდან ჟორჟოლიანი,

გამგეობის თავმჯდომარე

15.10-15.25

4.

ბაფის საქმიანობით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები

ლევან საბაური, გამგეობის წევრი, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე

15.25-15.40

 

5

მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტური კომპანიების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ

გიორგი ასლამაზაშვილი, მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტური კომპანიებთან ურთიერ-

თობის კომიტეტის თავმჯდომარე;

რევაზ ძაძამია, ბაფის მრჩეველი, შპს კონსაუდის პარტნიორი/დირექტორი

15.40-16.00

 

6

მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა სერტიფიცირების და კვალიფიციურ ბუღალტერთა ერთიანი რეესტრის კონცეფცია   - პრეზენტაცია

კოტე დათიაშვილი, გამგეობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე; ლავრენტი ჭუმბურიძე, აღმასრულებელი დირექტორი

16.00-16.20

7

საგადასახადო და ბიზნესკანონმდებ-ლობის სიახლეების მოკლე მიმოხილვა

დავით პაპიაშვილი, გამგეობის წევრი, საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე

16.20-16.30

 

8

  შესვენება, კოფე ბრეიკი

 

16.30-17.00

9

პროფესიის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა, კითხვები (წარდგენილი ინფორმაციის, ბაფის საქმიანობის, ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრის, აუდიტის  თემებზე) და ბაფის წარმომადგენელთა პასუხები

ღონისძიებაში მონაწილეები,

ბაფის წარმომადგენლები

 

17.00-18.30

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge