საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფი ულოცავს იუბილარ წევრებს


ანიკო აბულაძე -75

ძვირფასო ანიკო!

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია გულითადად გილოცავთ იუბილეს

თქვენი შრომითი საქმიანობა უწყვეტად უკავშირდება  ბუღალტრის პროფესიას, რომელსაც   პატიოსნად ემსახურებით ათეული წლების განმავლობაში. თქვენ  ღირსეულად ატარებთ პროფესიონალი ბუღალტრისა და  ბაფის ნამდვილი წევრის სტატუსს, ყოველთვის  ჩართული ხართ პროფესიულ ცხოვრებაში და ყველა სიახლეს აქტიურად ეხმაურებით.

ნება მოგვეცით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და გულითადი მადლობა გადაგიხადოთ პროფესიაში თქვენი ღვაწლისა და ერთგულებისათვის.

გულწრფელად გისურვებთ უფლის შემწეობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

 

ბაფის გამგეობის თავმჯდომარე                        ბაფის დირექტორი

რევაზ ძაძამია                                                     ლავრენტი ჭუმბურიძე

 

ვახტანგ ბაჯაძე - 65

ბატონო ვახტანგ!

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია გულითადად გილოცავთ იუბილეს

ფედერაციის   დაფუძნების დღიდან  თქვენ ხართ მისი წევრი და საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური მონაწილე.  განსაკუთრებით  გამორჩეულია თქვენი კოლეგიალობა და კოლეგებისადმი თანადგომა.

ნება მოგვეცით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და გულითადი მადლობა გადაგიხადოთ პროფესიაში თქვენი ღვაწლისა და ერთგულებისათვის.

გულწრფელად გისურვებთ უფლის შემწეობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

ბაფის გამგეობის თავმჯდომარე                        ბაფის დირექტორი

რევაზ ძაძამია                                                     ლავრენტი ჭუმბურიძე

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge