საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







აუდიტორებს, აუდიტორული ფირმების ხელმძღვანელებს


აუდიტორებს, აუდიტორული ფირმების ხელმძღვანელებს

 

პატივცემულო კოლეგებო, მოგმართავთ აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე:

აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია რეესტრში ასახული ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შესახებ შეატყობინოს სამსახურსა და პროფესიულ ორგანიზაციას ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

აგრეთვე, „ვებგვერდისა და რეესტრის ელ.ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის,ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუცხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების ((№17 2016 წლის 28 ოქტომბერი)  მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია, რომ:

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე დაზღვევის ხელშეკრულების დადების, შეწყვეტის ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე (მათ შორის, სადაზღვევო თანხის გაზრდის ან შემცირების შესახებ) ინფორმაციას აუდიტორი/აუდიტორული ფირმა წარუდგენს სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, იკვეთება აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ კანონმდებლობის ზემოაღნიშნული (და სხვა) მოთხოვნების დარღვევის ფაქტები და სამსახური იძულებული იქნება მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს (იხილეთ სამსახურის წერილი პროფესიული ორგანიზაციებისადმი).

გთხოვთ გაითვალისწინოთ მოწოდებული ინფორმაცია და ყურადღებით მოეკიდოთ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებას.

წერილი ვაგზავნით ბაფის ყველა წევრთან, რადგან არ ვფლობთ ინფორმაციას მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ,  კონკრეტული აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებთან მიმართებით.

 

პატივისცემით,

ლავრენტი ჭუმბურიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge