საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ინფორმაცია აუდიტური კომპანიებისათვის


აუდიტის პრაქტიკის სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით, ბაფი მოლაპარაკებას აწარმოებს ესტონეთის აუდიტორთა პალატასთან, მათი სპეციალისტების მიერ საქართველოში ტრე-ნინგების ჩატარების თაობაზე. მოლაპარაკების ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება, რომ:

  • ტრენინგები ჩატარდება რუსულ ენაზე;
  • ტრენინგების ხანგრძლივობა იქნება 5 დღე -40 საათი;
  • ერთ ჯგუფში ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრულია 30 კაცით;
  • ერთ ჯგუფში ტრენინგების ჩატარების მინიმალური ღირებულება შეადგენს 15,000 ევროს;
  • ტრენინგის დაწყება შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირაში;
  • ტრენინგები ჩატარდება აუდიტის ლოგიკური მიმდევრობის შესაბამისად (გარიგების დადება, დაგეგმვა, აღსრულება და აუდიტის დასრულება);
  • ტრენინგის მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება სალექციო მასალით, ქეისებით და პრაქტიკული ინსტრუქციებით;
  • ტრენინგში მონაწილეები მიიღებენ აუდიტორის სამუშაო დოკუმენტების შაბლონებს.

ბაფის მიზანია ხელშეკრულების გაფორმებამდე წინასწარ განსაზღვროს ტრენინგებში მონაწილეთა რაოდენობა. წევრების წინაშე ბაფის ვალდებულების გათვალისწინებით, ბაფის წევრებისთვის ტრენინგის საფასური განისაზღვრა 500 ლარით, ხოლო არაწევრი მსურველებისათვის 1500 ლარით, ერთ მონაწილეზე.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა, 2016 წლის 20 თებერვლამდე, უნდა მიმართონ ბაფის ადმინისტრაციას: 235 01 57; 235 67 56. ელ.ფოსტა gfpaa@gfpaa.ge

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge