პროფესიონალი ბუღალტრების შესახებ
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) ადასტურებს პირის კომპეტენციას. კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის წინაპირობაა სათანადო უნარ-ჩვევების ფლობა.
მფლობელი ვალდებულია განავითაროს და შეინარჩუნოს პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც აუცილებელია კლიენტების, დამქირავებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარესათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გასაწევად.
საზოგადოების ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად, ბაფი სერტიფიკატის მფლობელი პირებისათვის IFAC-ის განათლების სტანდარტების შესაბამისად აწესებს განგრძობით სწავლებას, პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.
ბაფის სერტიფიკატის ძალამოსილების შესანარჩუნებლად მისი მფლობელი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ იგი მონაწილეობს პროფესიული განვითარების გაგრძელების პროგრამაში.
პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გასცემს ბაფი, შესაბამისი წიგნების გამოცდების ჩაბარების შემდეგ.
სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრები