პარტნიორებიIFAC IFAC არის ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიის გლობალური ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოების მომსახურება პროფესიის გაძლიერებისა და ძლიერი საერთაშოსირო ეკონომიკის განვითარების დახმარებით. IFAC მიცავს 175 წევრ და მეკავშირე ორგანიზაციას 130 ქვეყანაში, რომელშიც დაახლოებით საჯარო და სამთავრობო სექტორების, განათლების, მრეწველობისა და კომერციის სფეროებში მომუშავე 2.5 მილიონი ბუღალტერია გაერთიანებული. ის დაარსდა 1977 წელს მიუნხენში ბუღალტერთა მე-11 კონგრესზე. მისი დაარსების მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ინტერესების მიმართვა ბუღალტრის პროფესიის გაძლიერებისაკენ. დღეს IFAC-ის მიზანია საზოგადოების მომსახურება:
IFAC-ის წევრი ორგანიზაცია შეიძლება გახდეს ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით აღიარებულია კანონით. Statements of Membership Obligations; ბაფი არის IFAC-ის წევრი 2000 წლიდან.
ACCA ACCA (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბუღალტრულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია დიდ ბრიტანეთში და ითვლის 170,000 პროფესიონალ წევრსა და 436,000 სტუდენტს 180 ქვეყანაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ACCA-ის პროფესიულ ბუღალტრულ კვალიფიკაციას აღიარებს როგორც გლობალურ სტანდარტს. ACCA მთელ მსოფლიოში სთავაზობს ბიზნესის შესაფერის კვალიფიკაციას იმ პრეტენდენტებს, ვინც ეძებს კარიერას ბუღალტრულ, ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში. ACCA დაარსდა 1904 წელს და თავიდანვე დაეფუძნა ისეთ ფასეულობებს როგორიცაა შესაძლებლობა, მრავალფეროვნება, ინოვაცია, წესიერება და პასუხისმგებლობა. ACCA-ისკენ გზა გახსნილია ყველა პროფესიის (განათლების) პრეტენდენტისათვის, რითაც მოხსნილია ხელოვნული ბარიერი ფინანსების კვალიფიკაციისაკენ. ის ხელს უწყობს საერთაშორისო ბიზნესს და ჭკიანი ხალხის სურვილს იყოს წარმატებული მათ კარიერაში. ის მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებას მზარდი ეკონომიკის მოთხოვნებისას და ხელს უწყობს სტაბილური ფასეულობების შექმნას. ACCA თანამშრომლობს 80 საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის ორგანიზაციასთან. ACCA –ის პროგრამა ეფუძნება ბასებს და ფასებს და ამიტომ ის შეესაბამება გლობალურ მოთხოვნებს. ACCA–ის კვალიფიკაცია აღიარებულია მსოფლიოს მარეგულირებელი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ და წარმოადგენს IFAC-ის წევრს.
BPP Learning Media BPP Learning Media - არის საგამომცემლო დაწესებულება გაერთიანებულ სამეფოში, რომელსაც 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის აქვეყნებს სასწავლო მასალას სტუდენტების, ლექტორების კორპორაციებისა და პროფესიული ორგანიზაციებისათვის 178-ზე მეტ ქვეყანაში. გამოცემული მასალა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
ბევრი პროფესიული ორგანიზაცია, მათ შორის ACCA იყენებს BPP -ის სასწავლო წიგნებს. ბაფს აქვს BPP -ითან გაფორმებული ხელშეკრულება ACCA -ის წიგნების თარგმანის უფლების მოსაპოვებლად 2008 წლიდან დღემდე.
|