დებულებაბაფის დებულება წევრობის შესახებ(კოდიფიცირებული)1. დებულების მიზანი1.1. ეს დებულება შემუშავებულია ბაფის წესდების, ბაფის საწევრო და ეთიკის კომიტეტის დებულების საფუძველზე და მიზნად ისახავს ბაფის წევრობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები დარეგულირებას:• წევრად მიღება• წევრობის შეჩერების• წევრობიდან გარიცხვა• წევრების რეესტრის წარმოება.2. წევრობის დაშვებული სახეობები2.1. ბაფის წევრობა არის როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული.2.2. ბაფს შეიძლება ჰყავდეს:• ინდივიდუალური ასოცირებული წევრები,• ინდივიდუალური ნამდვილი წევრები,• ინდივიდუალური საპატიო წევრები,• კორპორაციული წევრები.3. ასოცირებული წევრები3.1 ბაფის ასოცირებული წევრები შეიძლება გახდნენ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლების მქონე, მომუშავე პირები ან პირები რომელთაც გავლილი აქვთ ბუღალტრული აღრიცხვისა და ან აუდიტის მოსამზადებელი კურსები და მოღვაწეობენ ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის სფეროში.3.2. ბაფის ასოცირებული წევრობის კანდიდატები (შემდგომში `კანდიდატები~) გადიან შემდეგ პროცედურებს:3.2.1. ბაფის გამგეობას მიმართავენ განცხადებით გაწევრიანების შესახებ;3.2.2. ავსებენ ანკეტას და ფოტოსურათთან ერთად წარმოადგენენ საწევრო კომიტეტში;3.2.3. აღიარებენ ბაფის წესდებას და წინამდებარე წესებს, რასაც ადასტურებენ შესაბამის დოკუმენტზე (თან ერთვის) ხელის მოწერით;3.2.4. იხდიან გაწევრიანების მოსაკრებელს და ერთი თვის საწევრო შენატანის თანხას, თუ განცხადების თარიღი 20 რიცხვს არ აღემატება. გაწევრიანებისა და საწევრო გადასახადის თანხის ოდენობა დგინდება ბაფის გამგეობის მიერ;3.3. ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ საწევრო კომიტეტი განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის ბაფის ასოცირებული წევრად მიღების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილებას ამტკიცებს ბაფის გამგეობა;3.4 . რეგიონებში ბაფის ასოცირებული წევრების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით, საწევრო კომიტეტის ფუნქციები დელეგირებულია ბაფის ფილიალებზე.3.5. დელეგირებული ფუქციების შესასრულებლად ფილიალებში იქმნება სამ კაციანი საწევრო კომისიები;3.6. ფილიალები ვალდებულნი არიან საწევრო კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმით წარმოადგინონ ყოველთვიური ინფორმაცია ასოცირებული წევრებისა საწევრო შენატანის შესახებ;3.7. კანდიდატის ბაფის ასოცირებული წევრად მიღების თარიღად ითვლება საწევრო კომიტეტში მისი განცხადების შემოტანის თარიღი.4. ნამდვილი წევრები4. ბაფის ნამდვილი წევრები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ასოცირებული წევრები, რომელთაც ბაფში გავლილი აქვთ ატესტაცია;4.1. ატესტაციის გავლის შემდგომ, რაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს განათლების კომიტეტმა, კანდიდატები მიმართავენ შესაბამისი განცხადებით ბაფის საწევრო კომიტეტს;4.2. ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლისა და დოკუმეტაციის წარმოდგენის შემდგომ საწევრო კომიტეტი განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის ბაფის ნამდვილ წევრად მიღების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილებას ამტკიცებს ბაფის გამგეობა;4.3. კანდიდატის ბაფის ნამდვილ წევრად მიღების თარიღად ითვლება მისი განცხადების თარიღი.5. საპატიო წევრები5.1. ბაფის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მომუშავე დამსახურებულ მუშაკები მიიღებიან ბაფის საპატიო წევრებად.6. კორპორაციული წევრები6.1 ბაფის კორპორაციული წევრი შეიძლება გახდეს აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს ფედერაციის გამგეობის მიერ დამტკიცებული გაწევრიანების პროცედურები.6.2 კორპორაციული წევრობის კანდიდატი წარმოადგენს სარეგისტრაციო ანკეტას (დებულების დანართი) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და იხდის საწევროს.6.3 კორპორაცილი წევრი ვალდებულია გამგეობის მიერ დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო შენატანი, განაახლოს სარეგისტრაციო ანკეტაში მოცემული ინფორმაცია, გაიაროს ხარისხის კონტროლის პროცედურები.6.4 კორპორაციული წევრობის კანდიდატი წევრად ითვლება ბაფის გამგეობის გადაწყვეტილების მიღების თვის პირველი რიცხვიდან7. წევრობის შეჩერება და შეწყვეტა (გარიცხვა)7.1. ბაფიდან გასვლა ხდება:• წევრის პირადი ან კორპორაციული განცხადების საფუძველზე;• წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) დროს;7.2. ბაფის წევრობის შეწყვეტა (გარიცხვა) ხდება შემდეგი მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის დროს:• წესდების დებულებათა მოთხოვნების სისტემატიური შეუსრულებლობა;• ისეთი ქმედების ჩადენა ან უმოქმედობა რომელიც დისკრედიტაციაც უწევს ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიას;• პროფესიული ჩვევების მუდმივ სრულყოფაზე ბაფის მოთხოვნათა უგულებელყოფა;• საწევრო შესატანების გადაუხდელობა;• კრიმინალური ქმედება;• პროფესიული სტანდარტების დარღვევა;• ეთიკური მოთხოვნების დარღვევა;• უხეში (მნიშვნელოვანი) პროფესიული დაუდევრობა;• დაუდევრობების ნაკლებად მნიშვნელოვანი შემთხვევები, რომელიც საერთო ჯამში მეტყველებს გამოყენებული პრაქტიკის შეუსაბამობაზე დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან;• არადამაკმაყოფილებელი მუშაობა;7.3. თუ წევრი საანგარიშო წლის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაფარავს საწევრო შესატანის დავალიანებას, საწევრო კომიტეტი განიხილავს მის საკითხს, აძლევს გაფრხილებას და უჩერებს წევრობას. საწევრო შესატანის კიდევ ორი თვის განმავლობაში დაუფარველობის შემთხვევაში დგება წევრის ბაფიდან გარიცხვის (შეწყვეტის) საკითხი;7.4. განსაკუთრებულ შემთხვევებში საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს საწევრო შესატანის გადავადება;7.5. თუ წევრზე შემოვიდა საჩივარი დამკვეთისაგან ან ნებისმიერი მარეგულირებელი ორგანოსაგან, რომელიც დაკავშირებულია წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) მნიშვნელოვან საფუძვლებთან, საწევრო კომიტეტი განიხილავს/შეისწავლის მას და მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში წევრს აძლევს გაფრხილებას ან და უჩერებს წევრობას. თუ კიდევ ერთი წლის განმავლობაში წევრზე შემოვა დადგენილი ფორმით მომზადებული საჩივარი და განმეორებით დადასტურდება იგივე მნიშვნელოვანი საფუძველი, დადგება წევრის ბაფიდან გარიცხვის (შეწყვეტის) საკითხი;7.6. ბაფის წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის), როგორც საწევრო შესატანის დავალიანების ისე სხვა მიზეზების გამო, იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საწევრო კომიტეტი. კომიტეტს საკითხი დასამტკიცებლად გააქვს ბაფის წევრთა საერთო კრებაზე, რომელიც მიიღეებს საბოლოო გადაწყვეტილებას;7.7. ბაფის წესდების დებულებების, წინამდებარე წესების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში წევრების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქციები გაფრთხილების, საყვედურისა და წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) ჩათვლით;7.8. საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილებით გამგეობას წარედგინება ბაფის წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) კანდიდატების სია. პროფესიონალური ეთიკური ნორმების უხეშ დარღვევაში გამოვლენილ წევრებს, საწევრო და ეთიკის კომიტეტის წარდგინებითა და გამგეობის გადაწყვეტილებით, ბაფის წევრთა საერთო კრების ჩატარებამდე შეუჩერდებათ ბაფის წევრობა და ჩამოერთმევათ წევრობის დამადასტურებელი მოწმობა;7.9. პირი, რომელსაც საწევრო კომიტეტის წარდგინებითა და გამგეობის გადაწყვეტილებით შეუჩერდებათ ბაფის წევრობა, უფლებამოსილია ბაფის წევრთა საერთო კრების ჩატარებამდე კომიტეტის გადაწვეტილება გაასაჩივროს ბაფის გამგეობაში;7.10. ბაფიდან გარიცხულ წევრს მომავალი ერთი წლის განმავლობაში არა აქვს უფლება ხელმეორედ გაწევრიანდეს ბაფში;7.11. წევრის გარიცხვის თარიღად ითვლება ბაფის წევრთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი.7.12. პირადი განცხადებით ბაფიდან გასული ინდივიდუალური წევრი უფლებამოსილია წევრის უფლება-მოვალეობები აღიდგინოს ნებისმიერ დროს.7.13. ბაფის ყოფილი (გარიცხული) ინდივიდუალური წევრი წევრობის შეწყვეტიდან (გარიცხვიდან) 1 წლის შემდეგ უფლებამოსილია ხელმეორედ გაწევრიანდეს ბაფში;7. 14. ბაფში ხელმეორედ გაწევრიანებისათვის დადგენილია შემდეგი პირობები:ა) ინდივიდუალური ასოცირებული წევრობის მსურველი პირის ხელმეორედ გაწევრიანება ხდება ასოცირებული წევრის მიღების ჩვეულებრივი პროცედურით;ბ) ინდივიდუალური ნამდვილი წევრობის მსურველი პირი საწევრო კომიტეტს წარუდგენს:• განცხადებას წევრად აღდგენის შესახებ;• ბაფის ნამდვილი წევრის მიერ გაცემულ რეკონენდაციას წევრად აღდგენასთან დაკავშირებით; და• წევრობის შეწყვეტიდან (გარიცხვიდან) აღდგენის განცხადებამდე პერიოდის ხვედრი საწევრო შენატანის ტოლი თანხის ბაფში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.გ) საწევრო კომიტეტი ინდივიდუალური ნამდვილი წევრის განცხადების განხილვის შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას, წევრად ხელმეორედ მიღების წინადადებას წარუდგენს ბაფის გამგეობას;დ) ინდივიდუალური ნამდვილი წევრის ხელმეორედ წევრად მიღების გადაწყვეტილებას იღებს ბაფის გამგეობა.8. წევრობის მოწმობა8.1. ბაფში გაწევრიანებისთანავე როგორც ასოცირებულ, ისე ნამდვილ და კორპორაციულ წევრს, უფლება აქვს მიიღოს წევრობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობა გაიცემა დადგენილი წესით გაწევრიანების მოსაკრებლისა და საწევრო შესატანის შეტანის შემდეგ. წევრობის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ბაფის სამდივნოს მოთხოვნისდაკვალად9. წევრთა რეესტრის წარმოება9.1. ბაფი აწარმოებს წევრთა რეესტრს, რომელიც მოიცავს:• ასოცირებული წევრების რეესტრს,• ნამდვილი წევრების რეესტრს• კორპორაცილი წევრების რეესტრს9.2. ბაფის წევრთა რეესტრი წარმოებს ელექტრონული სახით.9.3. კორპორაცილი წევრების შესახებ ინფორმაცია თავსდება ბაფის ვებ-გვერდზე, რაც მოიცავს:• ფირმის სახელწოდება• ფაქტობრივი მისამართი• ტელეფონი• ფაქსი• ელ.ფოსტა• ხელმძღვანელი პირების თანამდებობა, სახელები და გვარები• ფილიალების მისამართები და ტელეფონები• ვებ-გვერდის მისამართი• ლოგო• ინფორმაცია ხარისხის კონტროლის გავლის შესახებ• დასკვნაზე ხელმოწერის უფლების მქონე პირებიდამტკიცებულიაბაფის გამგეობისსხდომაზეოქმი #325 მაისი 2007წ.(შეტანილია ცვლილება ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებითოქმი #526 სექტემბერი 2007 წ.)დაწვრილებით |
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge