საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მემორანდუმი


 

ბაფის განათლების კომიტეტმა რამდენიმე წლის წინ შეიმუშავა პოლიტიკა, პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილე საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისათვის ჩათვლის გაცემის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2008 წელს გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ეკონომიკური ფაკულტეტის მქონე 12-ზე მეტი ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა, უმაღლესებს მიეცათ შესაძლებლობა, ბაფისათვის მიემართათ ზოგირთი წიგნის ჩათვლის თაობაზე. უმაღლესების მიერ წარმოდგენილი საბუთები შედგენილი უნდა იყოს IFAC-ისა და ACCA-ის მოთხოვნების შესაბამისად და ჩათვლის მისაღებად აუცილებელია სასწავლო და პროფესიული სერტიფიცირების პროგრამები შესაბამისობაში იყოს 70% და მეტით.

ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარმოადგინა განაცხადი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისათვის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის F1-წიგნში (ბუღალტერი ბიზნესში) ჩათვლის მისაღებად. სათანადო პროცედურების შემდეგ, 2015 წლის 18 მაისს ბაფმა შავი ზღვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდული გააფორმა და გასცა F1-ის ჩათვლის აკრედიტაცია. მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ გაგრძლდება მუშაობა, უნივერსიტეტის

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისათვის F2 და F3 წიგნების ჩათვლების  თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ზოგადი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, ვისთანაც აღნიშნული შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge