საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







აუდიტისა და ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამა


 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) აუდიტისა და ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამა (STAREP) მსოფლიო ბანკის რეგიონალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობის გაუმჯობესებას.

20-21 მაისს პროფესიული განათლების კუთხით ჩატარებულ სემინარებს მასპინძლობდა ბაქოს პროფესიული წრეები.

რიგით მეოთხე სემინარზე განხილულ იქნა:

  • საბაკალავრო დონის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების შესაბამისი შედეგები;
  • ბოლო კურსის სტუდენტებისათვის რეგიონული სტანდარტების დადგენა;
  • პროფილის დადგენის სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც STAREP -ში მონაწილე ქვეყნებში სწორედ აღნიშნული პროფესიული წრეების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით იქნება შემოღებული;
  • ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების დაგეგმვის, კრიტერიუმების დადგენისა და აკრედიტაციის რაციონალიზაცია;
  • აკრედიტაციის კუთხით მათი სასწავლებლების გამოცდილების გაზიარება;
  • STAREP -ში მონაწილე ქვეყნების ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განახლების გეგმის შემუშავების დაწყებისათვის საჭირო მასალა (ACCA- სა და CIPFA-ს ბაზაზე);
  • უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული ორგანიზაციების მიერ მიღწეული პროგრესის შედეგები.

სემინარის მთავარი მიზანი იყო მონაწილე ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების წარმომად- გენლებისათვის მოწინავე უმაღლესი სასწავლებლების ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარება და იმ საჭირო ინსტრუმენტების მიწოდება (სარაევოს, მოლდავისა და სხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური ფაკულტეტების მიღწევების მაგალითები), რომლის ბაზაზეც ისინი პროფესიული კვალიფიკაციისათვის შეძლებენ სოლიდური საფუძვლის ჩაყრას. კერძოდ, განხილულ იქნა ACCA-ის პირველი ცხრა წიგნის შესაბამისი პროგრამების შედგენის შესაძლებლობა. ACCA-სა და CIPFA-ს წარმომადგენლებმა და სარაევოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლიდან მოწვეულმა პროფესორმა თავისი გამოცდილება გაუზიარეს

მონაწილეებს.

                         საქართველოდან აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ელენე ხარაბაძე, ნადეჟდა კვატაშიძე; საქართველოს უნივერსიტეტიდან მაია

ამაშუკელი; თავისუფალი უნივერსიტეტიდან ნინო ალადაშვილი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან სოფო ხუნდაძე; ილიას სახ. უნივერსიტეტიდან დავით გელაშვილი და ბაფის განათლების კომიტეტიდან მარინა რევაზიშვილი.

სემინარზე წარმოთქმულ სიტყვაში ბაფის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მიღწევებს, კერძოდ:

  • 2014-2018 წლებში ACCA-ის აკრედიტაციის განახლება;
  • 2015 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება და F1 წიგნის ჩათვლის აკრედიტაციის გაცემა (უკანასკნელი სემინარის უდიდეს მიღწევად ჩაითვალა).
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge