საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბუქარესტი


ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკანონმდებლო
მოდერნიზება, ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო
პრაქტიკის შესაბამისად
 
2015 წლის 2729 აპრილს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი მასპინძლობდა მსოფლიო ბანკის ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემა იყო `ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკანონმდებლო მოდერნიზება, ევროდირექტივების მოთხოვნებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად~. ღონისძიება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ფინანსური ანგარიშგების რეფორმის მხარდაჭერას, საკანონმდებლო მარეგულირებელი ბაზის გაუმჯობესებას და ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.
 
CFRR2013 წლის 1 ოქტომბრიდან ახორციელებს 5წლიან პროექტს _ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში აუდიტის და ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამას“ (STAREP), რომლის ფარგლებშიც 2014 წლის 69 ოქტომბერს თბილისი მასპინძლობდა 2 საერთაშორისო კონფერენციას. 
 
ბუქარესტის კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ევროკავშირის პრაქტიკულ თვალთახედვას, ადგილობრივ კანონმდებლობაში ერთიანი ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბების შესახებ, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში. 
 
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციაზე თავიანთ ქვეყნებში რეგულირების არსებული პრაქტიკის პრეზენტაცია წარმოადგინეს გერმანიის, რუმინეთის, თურქეთის ფინანსთა სამინისტროებისა და ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფო მარეგულირებელი სტრუქტურების, აგრეთვე პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 
 
მიმდინარე ეტაპზე, როდესაც „ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ასოცირების ხელშეკრულებით“ საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მიუსადაგოს შესაბამის ევროდირექტივებს, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, მარეგულირებელი ორგანოებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
_ საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე _ თამაზ მეჭიაური;
_ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი _ გიორგი თაბუაშვილი; 
_ შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი _ იური დოლიძე;
_ მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები _ გალინა ალაგერდოვა და ირინა გორდელაძე;
_ საქართველოს ეროვნული ბანკიდან _ სალომე სხირტლაძე;
_ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციიდან _ ზურაბ ლალაზაშვილი და ლავრენტი ჭუმბურიძე;
_ აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციიდან _ იური პაპასქუა. 
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge