ბაფის საერთო (27-ე) კრების მოკლე მიმოხილვა და არჩევნების შედეგებიბაფის საერთო (27-ე) კრების მოკლე მიმოხილვა და არჩევნების შედეგები 2022 წლის 24 დეკემბერს ონლაინ ფორმატში, პროგრამა „ზუმის“ გამოყენებით, გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 281 დელეგატი და მოწვეული სტუმრები. კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა. კრებას თავმჯდომარეობდა რუსუდან ჯორჟოლიანი, მდივანი - შორენა გამიაშვილი. დელეგატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს საერთო კრების დღის წესრიგი. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ბაფის საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა (ანგარიში გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე „საქმიანობის ანგარიშები“). ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა სარევიზიო კომისიის წევრი ხათუნა ბარბაქაძე (ანგარიში გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე „საქმიანობის ანგარიშები“). ბაფის გამგეობის და სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ კრების მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია. საერთო კრებამ კენჭი უყარა (კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 199 დელეგატმა) და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის საქმიანობა (დადებითი - 156, დამაკმაყოფილებელი - 42, უარყოფითი - 1). დამსახურებული წევრების დაჯილდოვება. დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საერთო კრებამ პროფესიაში გაწეული ღვაწლისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ბაფის წევრები:
წესდებაში ცვლილებების პროექტი განსახილველი პროექტის შესახებ მოკლე მიმოხილვა გააკეთა კრების თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებების პროექტი მომზადებულია „პროფესიული ორგანიზაციების მართვის საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოს“ დებულებების გათვალისწინებით. გამგეობის სხდომებიდან არაერთი მიეძღვნა ბაფის მმართველობის სრულყოფის საკითხებს, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია ცვლილებების განხორციელება ბაფის მოქმედ წესდებაში. ცვლილებების პროექტი გამოქვეყნებული იყო ფართო განხილვისათვის და წარმოდგენილია შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს: 1. ცვლილებას გამგეობის წევრების არჩევის წესში და 2. ცვლილებებს რედაქციული სრულყოფისა და საკანონმდებლო სიახლეებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. პროექტის ცვლილებებზე მსჯელობის შემდეგ, თავმჯდომარემ დელეგატებს სთხოვა მოსაზრება დაეფიქსირებინათ: როგორ ეყარათ კენჭი შემოთავაზებული ცვლილებებისათვის - ერთიანად, თუ მუხლობრივად. გამოცხადდა ფარული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილებდა 239 დელეგატი, პროექტის ერთიანად კენჭისყრას მხარი დაუჭირა: - 195; მუხლობრივად -44. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კენჭი უყარეს წესდებაში შესატან ერთიან ცვლილებებს, რომელშიც მონაწილეობდა 240 დელეგატი, საიდანაც: ცვლილებებს მხარი დაუჭირა -208; არ ვეთანხმები -12; თავი შეიკავა -20. . კრების თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: თანახმა ხართ თუ არა, გამგეობის შემადგენლობა არჩეულ იქნას მიღებული ცვლილებებით? საკითხის კენჭისყრაში მონაწილებდა 248 დელეგატი. კენჭისყრას შედეგები: ვეთანხმები - 225; არ ვეთანხმები -10; თავი შეიკავა -13; გამგეობის თავმჯდომარის და გამგეობის წევრების არჩევნები. საერთო კრებამ ბაფის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია რუსუდან ჟორჟოლიანი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 261 -მა დელეგატმა (მომხრე-248; წინააღმდეგი - 3; თავი შეიკავა -10). რადგან ბაფის წესდებით, გამგეობის წევრების რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 12 წევრით და მათ შორის ერთი არის გამგეობის თავმჯდომარე, ასარჩევი იყო გამგეობის 11 წევრი. არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი გაკეთებული ჰქონდა 15 პირს კენჭისყრის შედეგები: კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 246-მა დელეგატმა. ხმათა უმრავლესობით არჩეული ბაფის გამგეობის ახალი შემადგენლობა სეგმენტების მიხედვით: აკადემიური სექტორიდან
ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების სეგმენტიდან
დიდი ოთხეულის სეგმენტიდან
აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორების სეგმენტიდან (კენჭისყრაში მონაწილეობდა 259 დელეგატი):
სარევიზიო კომისიის არჩევნები. დღის წესრიგის შესაბამისად, დასახელდა სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები. კომისიის წევრობის კანდიდატად დასახელებული იქნა 6 პირი, საიდანაც, წესდების შესაბამისად, დელეგატებს უნდა აერჩიათ 3 წევრი. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 178-მა დელეგატმა. ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა: მაგდა გორდეზიანი (124 ხმა); თინათინ ღვინიფაძე (94 ხმა) ლალი კობიძე (85 ხმა). სარევიზიო კომისიის წევრების მიერ, კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია თინათინ ღვინიფაძე. |