პროფესიონალების მომზადება მომავლისთვისპროფესიონალების მომზადება მომავლისთვის
ინდივიდუალური პრაქტიკის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევები და პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათი დახმარების შესაძლებლობები ჯორჯ უილი, ჯონი იონგი | 11 იანვარი, 2021
ინდივიდუალური პრაქტიკის მქონე პირები გლობალურად პროფესიის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ. 2018 წელს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულმა მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმების გლობალურმა კვლევამ გამოავლინა, რომ დაახლოებით 6,000 რესპონდენტიდან 30% ინდივიდუალური პრაქტიკის მქონე პირი იყო. IFAC -ის მცირე და საშუალო პრაქტიკის საკონსულტაციო ჯგუფის (SMPAG) წევრების ბოლოდროინდელი არაოფიციალური კვლევის საფუძველზე ინდივიდუალური პრაქტიკოსები გამოკვლეულ ქვეყნებში პრაქტიკის 50%-დან 75%-მდე შეადგენენ. SMPAG -ის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს წევრებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს ინდივიდუალური პრაქტიკოსის რაიმე უნივერსალური განსაზღვრება. ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ განხორციელებულმა მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმების გლობალურმა კვლევამ გამოიყენა ინდივიდუალური პრაქტიკის მქონე პირის ისეთი განსაზღვრება, რომლის თანახმად ასეთ პირს არ ჰყავს სხვა პარტნიორი ან პერსონალი. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ინდივიდუალური პრაქტიკოსის განსაზღვრება გულისხმობს ისეთ პირს, რომელსაც ჰყავს დაქირავებული პერსონალი. SMPAG -ის კვლევის თანახმად, იმ ქვეყნებს შორის, სადაც განსაზღვრებაში გათვალისწინებულია ინდივიდუალური პრაქტიკოსების მიერ პერსონალის ყოლა, ნახევარზე მეტი 2-დან 5-მდე თანამშრომელს ასაქმებს, რომელსაც ხელფასს უხდის ან დაქირავებული ჰყავს როგორც ქვეკონტრაქტორი. პროფესიონალ ბუღალტერთა ზოგიერთი ორგანიზაცია მაგალითად ჰონკონგში და მალაიზიაში მიუთითებს ამ ქვეყნებში ინდივიდუალური პრაქტიკოსების შესახებ, რომლებსაც ნებისმიერ დროს დაახლოებით 30 თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული. ინდივიდუალური პრაქტიკის მოდელთან დაკავშირებული გამოწვევები და სარგებელი ახლახან მოპოვებული არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინდივიდუალურ პრაქტიკოსებზე დიდი გავლენა იქონია Covid-19 -ის პანდემიამ, კლიენტებისთვის საჭირო მხარდაჭერის დონის, პრაქტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებული ხარჯების (რასაც ამძიმებს არსებული კლიენტების მხრიდან მომსახურების საფასურის გადაუხდელობა) და იმის გამო, რომ ბევრი მცირე ბიზნესი იძულებული გახდა დახურულიყო. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბოლოდროინდელ ანგარიშში მითითებული მცირე და საშუალო საწარმოების კვლევა ასახავს აღნიშნულ გავლენას, კერძოდ კი იმას, რომ მცირე და საშუალო საწარმოების ნახევარზე მეტი შემოსავლების დაკარგვის წინაშე დგას, ერთ მესამედს ემუქრება ბიზნესის დაკარგვა შემდგომი მხარდაჭერის გარეშე ერთ თვეში, ხოლო დაახლოებით 50%-ს სამ თვეში. ინდივიდუალური პრაქტიკოსები, თვითონაც როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. IFAC-ის მიერ ჩატარებული მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმების გლობალური კვლევის უკანასკნელი ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, ქვევით ჩამოთვლილია ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც მცირე პრაქტიკოსებმა აღნიშნეს:
მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა მომსახურების საფასურის შესამცირებლად და კონკურენციასთან დაკავშირებით შედარებით დაბალია ინდივიდუალური პრაქტიკის მქონე პირებისთვის, სამი დანარჩენი გამოწვევა გაზრდილია. არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ეს გამოწვევები შემსუბუქდა პანდემიის არსებულ პირობებში. ინდივიდუალური პრაქტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები ჩვეულებრივ უფრო მნიშვნელოვანია, ამხანაგობის და სხვა ბიზნესმოდელების წინაშე არსებულ გამოწვევებთან შედარებით, რადგან:
მცირე და საშუალო ფირმების პრაქტიკის მართვის სახელმძღვანელოს მე-2 მოდულში ჩამოთვლილია ინდივიდუალური პრაქტიკოსის ბიზნესის მოდელის ზოგიერთი სარგებელი ტრადიციულ ამხანაგობასთან შედარებით. ეს მოიცავს დასკვნითი გადაწყვეტილების მიღების ერთ წერტილს (პროცესი შეიძლება სწრაფი იყოს) მოგების გაზიარების, შიდა წესების სწრაფი ცვლილების მოქნილობის და საბაზრო მოთხოვნებთან ადაპტირების საჭიროების გარეშე. და ამასთან, ზოგიერთი ადამიანისთვის პირდაპირი ჩართულობის და კონტროლის შეგრძნება შეიძლება მიმზიდველი იყოს. როგორ შეუძლია დახმარება პროფესიონალ ბუღალტერთა ორგანიზაციას? ბოლოდროინდელი SMPAG შეხვედრის დროს საკონსულტაციო ჯგუფს დაუსვეს კითხვა მხარდაჭერის სამი ტიპის შესახებ, რომელთა შეთავაზებაც პროფესიულმა ორგანიზაციამ უნდა განიხილოს პროფესიის ამ მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის. პასუხები მრავალმხრივი გამოდგა. მათ შორისაა:
სამომავლო შესაძლებლობები ინდივიდუალური პრაქტიკოსებისთვის კვლევის მიგნებები მიუთითებს, რომ ქვეყნის მიუხედავად ბუღალტრები კვლავაც მცირე და საშუალო საწარმოების უპირატეს მრჩევლებად რჩებიან. პროფესიული ბიზნესკონსულტაცია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს მიეწოდება ეფექტიანობის ამაღლებას უკავშირდება, რაც ფირმების გადარჩენის, ზრდის, გადაწყვეტილებების მიღების უკეთესი მაჩვენებლებით და მაღალი დონის ფინანსური ეფექტიანობით გამოიხატება. SMPAG-მა ინდივიდუალური პრაქტიკოსებისთვის სამომავლოდ მინიშნებები და რჩევები შეიმუშავა, რომელთა შორის აღსანიშნავია შემდეგი:
დამატებითი რესურსები IFAC -მა მოამზადა მასალების კრებული, რომელიც ინდივიდუალური პრაქტიკის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. მე-7 და მე-8 მოდულები (PM სახელმძღვანელო) მოიცავს რისკის მართვას და ბიზნესიდან გასვლის შესაძლებლობებს ინდივიდუალური პრაქტიკოსებისთვის. IFAC -ის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოს (მე -3 გამოცემა) აქვს შესაბამისი ნიმუში ინდივიდუალური პრაქტიკოსებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ პროფესიონალი თანამშრომლები. IFAC - ის ცოდნის პორტალზე განთავსებული სტატიების რაოდენობის მიუხედავად, „წარმატებული გასვლის სტრატეგიების წახალისება - ესტაფეტის გადაცემა“ ან „როგორ განვახორციელოთ მომავლის მცირე და საშუალო პრაქტიკოსების მხარდაჭერა“ მცირე და საშუალო საწარმოების და მცირე და საშუალო პრაქტიკის ფირმების გათვალისწინებით დაიწერა, ბევრი რჩევა და ინიციატივა სათანადოდ გამოყენებადი იქნება ინდივიდუალური პრაქტიკოსებისთვისაც. დასკვნა ინდივიდუალური პრაქტიკოსის საქმიანობის მოდელი გააგრძელებს თავის არსებობას და სარგებლობის მომტანი იქნება მომავალში. პროფესიული ორგანიზაციის და სხვების (როგორებიცაა მსგავსი პრაქტიკის მქონე პირები და ქსელები) მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით ინდივიდუალურ პრაქტიკოსებს შეუძლიათ უკეთეს პოზიციაში ყოფნა და იქნებიან კიდეც, რომ გააგრძელონ მნიშვნელოვანი როლის შესრულება მცირე ბიზნესის მხარდაჭერაში ამ რთული და გაურკვეველი პერიოდის ეფექტურად დასაძლევად.
|