ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატების საყურადღებოდ!გაცნობებთ, რომ შეიცვალა სასწავლო სახელმძღვანელოები მოდულებში: ,,სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი", ,,საწარმოს სტრატეგიული ანგარიშგება", ,,ქართული ბიზნეს სამართალი". სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრიდან. გამოცდები 2023 წლის იანვარში ზემოაღნიშნულ მოდულებში ჩატარდება განახლებული სახელმძღვანელოებით. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს მიღებული „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის“ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, გადაისინჯოს პროფესიული სერტიფიცირების სახელმძღვანელო ლიტერატურის (წიგნების) ფასები, სერტიფიცირების გამოცდებისა და ჩათვლის გადასახადი:
3.1 სასერტიფიკაციო პროგრამის ქართულენოვანი გამოცდების თითოეული მოდულის გამოცდის საფასური, 2023 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის გამოცდებისთვის, განისაზღვროს 460 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, მათ შორის:
3.2 სასერტიფიკაციო პროგრამაში 2022 წლის 1 ივლისამდე რეგისტრირებული კანდიდატებისათვის საგადასახადო დაბეგვრასა და ბიზნესსამართალში 3.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის საფასური (460 ლარი) ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის გამოცდებისათვის. 3.2 საგადასახადო დაბეგვრასა და ბიზნესსამართალში ინგლისურ ენაზე ჩატარებული თითოეული მოდულის გამოცდის საფასური, განისაზღვროს 1000 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.
ზოგადი წესები გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება გამოცდის თარიღამდე 30 დღით ადრე გამოცდაზე ონლაინ რეგისტრაციის წესების მიხედვით და რეგისტრაცია დამთავრდება გამოცდამდე 10 დღით ადრე.ბიზნესსამართლის მოდული პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის მეორე ეტაპის ბიზნესსამართლის მოდულის სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური (70 ლარი), ასევე ელექტრონული ფორმით უსასყიდლოდ ბაფის ვებგვერდზე (http://gfpaa.ge/site/index.php?tid=33&color=green&lid=33&sid=52&artid=51)
|