საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბუღალტერთა მსოფლიო კონგრესი


ბუღალტერთა მსოფლიო კონგრესი MCOA-2022 

WCOA-2022 ბუღალტერთა მსოფლიო კონგრესს, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის IFAC-ის ეგიდით 18-21 ნოემბერს ინდოეთში, მუმბაიში გაიმართა  IFAC-ის წევრი 130 ქვეყნის 6000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, ბაფიც, როგორც IFAC-ის ნამდვილი წევრი ორგანიზაციის დელეგაცია კონგრესზე, რომელსაც ინდოეთის დიპლომირებული ბუღალტერთა ინსტიტუტი ICAI მასპინძლობდა,  წარმოდგენილი იყო ბაფის გამგეობის თავჯდომარისა და 3 წევრის შემადგენლობით.

 

მსოფლიო კონგრესი, რომლის თემაა ,,ნდობის განმტკიცება, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა“, დატვირთული იყო მრავალი საინტერესო დისკუსიებით- მდგრადობის ანგარიშგებასა და კრიზისის დროს სახელმწიფო სექტორის პრიორიტეტებზე და რაც მთავარია ორივე საკითხში პროფესიონალი ბუღალტრის როლზე.

ბაფი დაარსების დღიდან  აქტიურად მონაწილეობს IFAC-ის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონგრესებში და MCOA-2022 ოთხივე სამუშაო დღეც მნიშვნელოვნად დატვირთული იყო ქართული დელეგაციისთვის.

ყველდღიურად ხდებოდა პროფესიული წრეების ადგილობრივ და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა და პროფესიის მიღწევებსა თუ გამოწვევებზე აზრთა გაზიარება, კონგრესის მასპინძელი ორგანიზაციის - ICAI (ინდოეთის დიპლომირებული ბუღალტერთა ინსტიტუტი) საბჭოს წევრებმა ბატონებმა: გიან ჩანდრა მისრამმა,  ატულ კუმარ გუპტამ და სხვებმა , ვიცე პრეზიდენტმა ბატონმა ანიკეტ ტალატმა და პრეზიდენტმა ბატონმა დებაშის მიტრამ, მიუხედავად წინასწარ გაწერილი დღის წესრიგისა მნიშვნელოვანი დრო გამოგვიყვეს და 3 სამუშაო შეხვედრა გამართეს ქართულ დელეგაციასთან, სადაც IFAC-ის წევრი ორი ორგანიზაციის ბაფსა და ICAI-ს შორის თანამშრომლობის შემდეგ განვითარების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ძირითად საკითხებზე. სწორედ ინდოეთის პროფესიული ორგანიზაცია გახლდათ ბაფის რეკომენდატორი, როცა ის 2000 წელს IFAC-ის ნამდვილი წევრი გახდა.

ბაფი XXII  მსოფლიო კონგრესზე  დასახელდა და კონგრესის წინაშე საინტერესო სიტყვით წარსდგა IFAC-ის მომავალი პრეზიდენტი ქალბატონი ასმა რესმოუკი.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge