|
უკრაინის კონფლიქტი:
უკრაინის კონფლიქტი: ეთიკისა და დამოუკიდებლობის ძირითადი მოსაზრებები
პუბლიკაცია მომზადებულია ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ
01 შესავალი
- ძირითადი მოსაზრებები, რომლებიც გამოიყენება ყველა პროფესიონალი ბუღალტრისთვის
- – სანქციების ეთიკური შედეგები
- სანქციების გაცნობა და დაცვა
- - დაკვირვებული გონება
- სიტუაციები, სადაც გამოიყენება სანქციები
03 – ახალი ინფორმაცია ან ფაქტებისა და გარემოებების ცვლილება
– კანონებისა და რეგულაციების შეუსრულებლობა (NOCLAR)
04 – დოკუმენტაციის წარდგენის ნორმატიული (მარეგულირებელი) მოთხოვნების დაცვა
დამატებითი მოსაზრებები, რომლებიც ბიზნესში დასაქმებულ პროფესიონალ
ბუღალტრებთან (PAIB) გამოიყენება
– ინფორმაციის მომზადება და პრეზენტაცია
- ზეწოლა
05 დამატებითი მოსაზრებები, რომლებიც საჯარო პრაქტიკაში დასაქმებულ პროფესიონალ
ბუღალტრებთან (PAPP) გამოიყენება
– კლიენტისა და ჩართულობის (მონაწილეობის) მიღება
– ვადაგადაცილებული გადასახადები
– ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის აღება
ეს პუბლიკაცია მომზადებულია ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IESBA) პერსონალის მიერ. ის პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო კოდექსის (მათ შორის დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტების) (კოდექსი) შესაბამისად, აშუქებს ეთიკისა და დამოუკიდებლობის უამრავ მნიშვნელოვან მოსაზრებას ბიზნესსა (PAIBs) და საჯარო პრაქტიკაში (PAPPs) დასაქმებული პროფესიონალი ბუღალტრებისთვის, რადგან ისინი ეწევიან პროფესიულ საქმიანობას ან ახორციელებენ პროფესიულ მომსახურებას იმ გარემოებებში, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს რუსეთ-უკრაინის ომმა.
ამ პუბლიკაციით ასევე შეიძლება დაინტერესდნენ ეროვნული სტანდარტების შემქმნელები (NSS), ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირები (TCWG), ინვესტორები, მარეგულირებლები და აუდიტის ზედამხედველობის ორგანოები, სხვა შემქმნელები PAIB-ების და პროფესიული ბუღალტრული ორგანიზაციების (PAOs) გარდა, ასევე სხვა პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ან მონაწილეობენ PAIB-ების, PAPP-ების და აუდიტორების მუშაობაში, ასევე აუდიტორთა დამოუკიდებლობის საკითხებში.
ეს პუბლიკაცია არ ცვლის და არც უგულებელყოფს კოდექსს, მხოლოდ ტექსტია ოფიციალური. ამ პუბლიკაციის წაკითხვით არ ჩანაცვლდება კოდექსის წაკითხვა. პუბლიკაციაში მოცემული მითითებები არ არის ამომწურავი და ყოველთვის უნდა დაეყრდნოთ კოდექსს. ეს პუბლიკაცია არ წარმოადგენს IESBA-ს ავტორიტეტულ ან ოფიციალურ განცხადებას.
- შესავალი
- უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ 2022 წლის თებერვალში წარმოქმნა უპრეცედენტო გამოწვევები საჯარო, კერძო და არაკომერციულ სექტორების ბიზნესსა და ორგანიზაციებში მსოფლიო მასშტაბით და გლობალური შეფერხებები გამოიწვია ეკონომიკაში, ბიზნესოპერაციებსა და საარსებო წყაროებში. იურისდიქციების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, კანადასა და ავსტრალიაში რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები², ისევე როგორც ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. მრავალეროვნული კომპანიების და ინვესტორების დიდმა ნაწილმა ასევე გააუქმა ბიზნესი ან ფინანსური ინტერესები, ან სხვაგვარად შეაჩერა ბიზნესურთიერთობა რუსულ სუბიექტებთან, ან გამოაცხადა, რომ გეგმავს ამის გაკეთებას. ამ შედეგებისა და კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელების პოტენციალის ფონზე, ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა არასტაბილურობა და გაურკვევლობა
- კონფლიქტის მასშტაბები და ხანგრძლივობა და რუსეთის სამხედრო ქმედებების მუდმივი შედეგები (მათ შორის, ნებისმიერი საპასუხო ქმედება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სანქციების სამიზნეების მიერ) არაპროგნოზირებადია. ბაზრის მნიშვნელოვანი შეფერხებებისა და გაურკვევლობის გაგრძელების პოტენციალის გათვალისწინებით, ეს პუბლიკაცია ამახვილებს პროფესიონალი ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული მხარეების ყურადღებას კოდექსის ძირითად დებულებებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროფესიონალმა ბუღალტრებმა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეძლონ კოდექსით ნაკისრი ეთიკური ვალდებულებებისა და საკუთარი პასუხისმგებლობის შესრულება.
- ძირითადი მოსაზრებები, რომლებიც გამოიყენება ყველა პროფესიონალი ბუღალტრისთვის
სანქციების ეთიკური შედეგები
- რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრმა იურისდიქციამ დააწესა ფართო ეკონომიკური სანქცია რუსეთზე და გარკვეულ რუსულ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებზე. არაერთმა იურისდიქციამ ასევე დააწესა ეკონომიკური სანქციები ბელორუსიის წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის ომის დახმარების ან ხელშეწყობის გამო. სანქციები შესაძლოა დაწესდეს სხვა ქვეყნებზეც, რომლებიც სამხედრო ან ეკონომიკურ დახმარებას უწევენ რუსეთს. სხვა ქმედებებთან ერთად, სანქციებმა გაყინა რუსული აქტივები და აკრძალა საქმიანი ურთიერთობა კონკრეტულ რუსულ სუბიექტებთან (მათ შორის გარკვეულ ფინანსურ ინსტიტუტებთან), ოფიციალურ პირებსა და ოლიგარქებთან.
სანქციების გაცნობა და დაცვა
- კოდექსი ავალდებულებს პროფესიონალ ბუღალტრებს, დაიცვან პროფესიული კომპეტენციისა და სათანადო გულმოდგინების ფუნდამენტური პრინციპი². კოდექსი ასევე ავალდებულებს პროფესიონალ ბუღალტრებს, დაემორჩილონ პროფესიული ქცევის ფუნდამენტურ პრინციპს, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დამოუკიდებელი პირებისგან შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვას².
- რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, სანქციები ძალაში რჩება. არსებული იურისდიქციების სიას, რომლებმაც უკვე დაუწესეს სანქციები, შესაძლოა შეუერთდეს ახალი იურისდიქციებიც. გარდა ამისა, ზოგიერთმა იურისდიქციამ გააფართოვა სანქციების ფარგლები, დაამატა სანქციების ახალი ფენები, ან ხელახლა განიხილავს არსებულს. ორგანიზაციები და კლიენტები, თუ ისინი მუშაობენ სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ან ბელორუსულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან, სანქციების დარღვევისთვის სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკის წინაშე დგანან, რაც პოტენციურად უარყოფით ფინანსური ოპერაციულ შედეგებსა და, ასევე, რეპუტაციის შელახვას გულისხმობს.
- ამ შემთხვევაში, პროფესიული კომპეტენციის პრინციპების დაცვა, სათანადო ზრუნვა და პროფესიული ქცევა ნიშნავს, რომ პროფესიონალმა ბუღალტრებმა, რომელთა დამქირავებელ ორგანიზაციებს ან კლიენტებს აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ საქმიანი ურთიერთობა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან რუსეთსა და ბელორუსიაში, უნდა გააგრძელონ დღემდე მოქმედი ნებისმიერი სანქცია სრული მასშტაბითა და ზემოქმედებით. ეს მათ დამსაქმებელ ორგანიზაციებს ან მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაიცვან კანონი სანქციების შესახებ და ნორმატიული დოკუმენტები. უნებლიე დარღვევების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროფესიონალი ბუღალტრები ერკვეოდნენ მათი დამქირავებელი ორგანიზაციების ან კლიენტების კავშირებსა ან ბიზნესოპერაციების რგოლებში, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს სანქციებს. სათანადო გულმოდგინებით მოქმედება ასევე ნიშნავს, რომ პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა აკონტროლონ თავიანთი დამსაქმებელი ორგანიზაციების კლიენტები ან კლიენტთა ბაზა და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ შესაბამისი ზომები სანქციის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, საქმიანი ან კლიენტებთან ურთიერთობის პოტენციური შეწყვეტის ჩათვლით.
- სანქციების დაწესების კანონები შეიძლება იყოს რთული და გამიზნული იყოს არა მხოლოდ იმ კლიენტებსა ან მომხმარებლებზე ზეგავლენის მოსახდენად, რომლებთანაც კომპანია საქმიანობს, არამედ ასევე - მის მომწოდებლებზე, ბიზნესპარტნიორებზე, აგენტებსა და კონტრაქტორებზე ზემოქმედებისთვის. დამქირავებელი ორგანიზაციის ან კლიენტის ბიზნესიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს მეტი ყურადღების გამახვილება, არა მხოლოდ იმ იურისდიქციით დაწესებულ სანქციებზე, რომელშიც მდებარეობს დამქირავებელი ორგანიზაცია ან კლიენტი, არამედ იმ იურისდიქციის მიერაც, სადაც ის ახორციელებს საქმიანობას. სანქციების დაწესების კანონები ასევე შეიძლება ბუნდოვანი იყოს. მაგალითად, ზოგიერთი სანქციების დაწესების კანონი კრძალავს რუსული და ბელორუსული იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის“ და „მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციის“ სერვისების გაწევას დეტალური მითითებების გარეშე. პროფესიული კომპეტენციისა და სათანადო გულმოდგინების პრინციპის დაცვა ნიშნავს, რომ საჯარო ორგანიზაციებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან, ან მოძებნონ იურიდიული რჩევა იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი სანქციების კანონები გაურკვეველია ან ბუნდოვანი.
დაკვირვებული გონება
- კოდექსი მოითხოვს, რომ პროფესიონალმა ბუღალტრებმა გამოიჩინონ მეტი დაკვირვება კონცეპტუალური ჩარჩოს გამოყენებისას². ეს გულისხმობს მიღებული ინფორმაციის წყაროს შესაბამისობისა და საკმარისობის გათვალისწინებას პროფესიული საქმიანობის ბუნებასთან, მოცულობისა და შედეგების გათვალისწინებას, შემდგომში კი გამოკვლევის ან სხვა ქმედებების საჭიროების გათვალისწინებას².
- სანამ სანქციები ძალაში რჩება, იზრდება რისკი იმისა, რომ რუსეთისა და ბელორუსიის სუბიექტებმა და ფიზიკურმა პირებმა შეიძლება სცადონ გარკვეული ქვეყნების ან იურისდიქციების გამოყენება სანქციებისგან თავის დასაღწევად. რუსეთსა ან ბელორუსიაში არსებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირებმა შეიძლება მიმართონ დამსაქმებელ ორგანიზაციებს ან კლიენტებს საქმიანი ურთიერთობებისთვის სანქციებს დაქვემდებარებულ სფეროებში. დაწესებულებებში ასევე შეიძლება შეხვდნენ სიტუაციებს, როდესაც ბიზნესპარტნიორები ან კლიენტები რუსეთსა ან ბელორუსიაში სთხოვენ მათ დახმარებას აქტივების საზღვარგარეთ გადატანაში. ასეთ სიტუაციებში, დაკვირვებული გონება ნიშნავს, რომ პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა დაუსვან შესაბამისი კითხვები კლიენტს მისი ისტორიის, ბიზნესტრანზაქციის ბუნებისა და მიზნის და ტრანზაქციის საბოლოო ბენეფიციარების ვინაობის შესახებ. ასეთი ინფორმაცია პროფესიონალ ბუღალტრებს საშუალებას მისცემს, შეაფასოს ნებისმიერი სანქციების დარღვევის შესაძლებლობა. პროფესიონალი ბუღალტრები ასევე მზად უნდა იყვნენ, დაუკავშირდნენ შესაბამის მხარეებს, თუ მათ აქვთ შიშის საფუძველი, რომ პოტენციურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება გამოტოვებული იყოს მათთვის ცნობილი ფაქტებიდან და გარემოებებიდან.
სიტუაციები, სადაც სანქციები გამოიყენება
- თუ პროფესიონალი ბუღალტრები მოულოდნელად აღმოჩნდებიან სიტუაციაში, სადაც სანქციები გამოიყენება (მაგალითად, ახლახან შემოიღეს ახალი სანქცია), მათ ყურადღებით უნდა შეაფასონ ფაქტები და გარემოებები, რათა დაადგინონ, როგორ მოიქცნენ აღნიშნულ სიტუაციაში, რათა თავიდან აიცილონ დაწესებული სანქციების დარღვევა. PAIB-ს შეიძლება დასჭირდეს თანამშრომლობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში პასუხისმგებელ მხარეებთან, რათა დროული ზომები მიიღონ სანქცირებულ ან ფიზიკურ პირთან ნებისმიერი ბიზნესტრანზაქციის შესაწყვეტად. PAPP-მა ყურადღებით უნდა განიხილონ, თუ როგორ დაასრულებენ პროფესიულ სერვისებს ან კლიენტებთან ურთიერთობას დროულად. როგორც PAIB-მა, ასევე PAPP-მა შეიძლება გაიარონ კონსულტაცია შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან ან სხვა სამთავრობო უწყებებთან საჭიროებისამებრ. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს იურიდიული რჩევის მოძიება ბიზნესის ან პროფესიული მომსახურების/კონტრაქტების შეწყვეტის შედეგების გასაგებად.
ახალი ინფორმაცია ან ფაქტებისა და გარემოებების ცვლილებება
- ნებისმიერ ვითარებაში, კოდექსი ავალდებულებს პროფესიონალ ბუღალტრებს, გამოიყენონ პროფესიული განსჯა² და მოელის, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ფაქტებისა და გარემოებების² შესახებ ახალ ინფორმაციას ან ცვლილებებს. ეს ნიშნავს, რომ სანქციების სწრაფად ცვალებად მარეგულირებელ სიტუაციებში, არსებობს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობის ახალი საფრთხეები და, თუ ეს ასეა, პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა შეაფასონ და განიხილონ ისინი. სანქციების სწრაფად ცვალებადმა სიტუაციებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ადრე გამოვლენილი საფრთხეების შეფასებაზე. ასეთ ვითარებაში, კოდექსი ავალდებულებს პროფესიონალ ბუღალტრებს ხელახლა შეაფასონ და განიხილონ ასეთი საფრთხეები².
- პროფესიული კომპეტენციისა და სათანადო ზრუნვის პრინციპის შესაბამისად, პროფესიონალი ბუღალტრები, რომელთა დამქირავებელ ორგანიზაციებზე ზეგავლენას ახდენს სანქციები, ურჩევენ, დანერგონ შესაბამისი პოლიტიკა, პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, რათა მონიტორინგი გაუწიონ სანქციებთან დაკავშირებულ სიტუაციებს და მათ დამქირავებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მისცენ, შეასრულონ კანონის დაცვის ვალდებულებები.
კანონებისა და რეგულაციების შეუსრულებლობა (NOCLAR)
- პროფესიონალ ბუღალტრებს შეახსენებენ, რომ მათ კოდექსით მოეთხოვებათ, რეაგირება მოახდინონ NOCLAR-ზე ან საეჭვო NOCLAR-ზე². NOCLAR არის ნებისმიერი უმოქმედობა ან განზრახ ან უნებლიე ქმედება დამქირავებელი ორგანიზაციის ან კლიენტის, TCWG-ის, ხელმძღვანელის ან სხვა პირების მიერ, რომლებიც მუშაობენ დამქირავებელ ორგანიზაციასთან ან კლიენტთან, ან მისი ხელმძღვანელობით, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონებსა და რეგულაციებს². კოდექსის მიხედვით, პროფესიონალ ბუღალტრებს არ მოეთხოვება NOCLAR-ის კვლევა. თუმცა კოდექსი მათგან მოითხოვს ზომების მიღებას, თუ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ისინი წააწყდებიან ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს NOCLAR-ის ან საეჭვო NOCLAR-ის არსებობაზე. კოდექსი პროფესიონალ ბუღალტრებს უზრუნველყოფს ყოვლისმომცველი ჩარჩოთი NOCLAR-ზე ან საეჭვო NOCLAR-ზე რეაგირებისთვის, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე (იხ. სექცია 260 PAIB-ებისთვის და სექცია 360 PAPP-ებისთვის).
- უკრაინაში არსებული კონფლიქტის კონტექსტში, NOCLAR-ი ან NOCLAR-ის შესახებ ეჭვი შეიძლება წარმოიშვას დამსაქმებული ორგანიზაციების ან კლიენტების მიერ სანქციების შესახებ კანონებისა და რეგულაციების დარღვევის შედეგად. სანქციების დაწესების შესახებ კანონებისა და რეგულაციების დარღვევა NOCLAR-ის შემთხვევაა, იქნება ეს განზრახ თუ უნებლიედ. დარღვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ სანქცირებულ სუბიექტთან ან ფიზიკურ პირთან უშუალო ტრანზაქციით, ასევე ის შეიძლება წარმოიშვას შუამავლებთან საქმიანი ურთიერთობის შედეგად რუსეთისა და ბელორუსიის გარდა, სხვა იურისდიქციებშიც, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები არიან რუსული ან ბელორუსული სუბიექტები ან ფიზიკური პირები, რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან სანქციებს. მაშასადამე, კოდექსით მოთხოვნილი დაკვირვებული გონების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც მოიცავს (ა) რუსეთში ან ბელორუსიაში დაფუძნებულ მომხმარებლებთან ან კლიენტებთან ურთიერთობას, ან რომლებსაც აქვთ ბიზნეს ან ფინანსური ინტერესები ამ ქვეყნებში, ან (ბ) საქმე ეხება სანქციებს დაქვემდებარებულ სფეროებს, მაგალითად, სენსორული ელექტრონიკის ან გარკვეული ტიპის მანქანების ნაწილების ექსპორტს.
- პროფესიონალ ბუღალტრებს ასევე შეახსენებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა შეფერხებებმა და სოციალურმა აჯანყებამ, განსაკუთრებით უკრაინაში, შექმნა მრავალი შესაძლებლობა თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. კერძოდ:
- რუსეთისა და ბელორუსიის ერთეულებსა და ფიზიკურ პირებზე დაწესებული ფართო სანქციების შედეგად, იზრდება სანქციების თავიდან აცილების და ფულის გათეთრების რისკი, რათა დაიცვან აქტივები პოტენციური ჩამორთმევისგან, განსაკუთრებით იმ იურისდიქციებში, რომლებმაც რუსეთის სუბიექტებსა თუ ოლიგარქებთან დაკავშირებული კაპიტალის მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღეს².11
- კონფლიქტით გამოწვეულ ლტოლვილთა კრიზისის საპასუხოდ, მთავრობებმა და საერთაშორისო სააგენტოებმა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს ქვეყნებს, განსაკუთრებით ევროპაში, რომლებმაც დიდი რაოდენობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს. ასეთი დახმარების სწრაფი გავრცელება, როგორც ფინანსური, ასევე ნატურალური, დიდი თანხების და ასეთი დახმარების მუდმივი საჭიროება ქმნის თაღლითობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მაგალითები მოიცავს შესყიდვების თაღლითობას ლტოლვილების განსახლებაში დასახმარებლად, მომარაგების თაღლითობას და სარგებლის თაღლითობას, მათ შორის, გაჭირვებასთან დაკავშირებულ ყალბ პრეტენზიებს.
დოკუმენტაციის წარდგენის ნორმატიული მოთხოვნების დაცვა
- ბევრ მრავალეროვან კომპანიას გააჩნია შვილობილი კომპანიები, ერთობლივი საწარმოები და სხვა ინვესტიციები რუსეთში, რომელთა მეშვეობითაც ისინი ახორციელებდნენ ბიზნესოპერაციებს რუსულ ბაზარზე. უკრაინის კონფლიქტისა და რუსეთზე დაწესებული სანქციების შედეგად, ბევრმა კომპანიამ მიიღო ზომები ამ ბაზრიდან გასვლის, ბიზნესის გაყიდვის ან ბიზნესოპერაციების შესაჩერებლად. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ქმედებების საჭიროება არ იყო გათვალისწინებული, რაც იწვევს უწესრიგო და არაპროგნოზირებად გამოსვლას.
- ასეთი გაურკვევლობა გავლენას ახდენს კომპანიების ფინანსური ანგარიშგების დროულ მომზადებასა და აუდიტზე, რაც ქმნის რისკებს დოკუმენტაციის წარდგენის ნორმატიული მოთხოვნების შესასრულებლად. შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაძლოა დააწესონ სპეციალური შეღავათები ან შეღავათები მარეგულირებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაზიანდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრით. კანონებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა აკონტროლონ ეს მოვლენები და საჭიროების შემთხვევაში, მათი დამსაქმებელი ორგანიზაციების ან კლიენტების სახელით გაიარონ კონსულტაცია შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ.
მოტივაცია
- კოდექსის მიხედვით, პროფესიონალ ბუღალტრებს ეკრძალებათ წამქეზებელი ფაქტორის შეთავაზება ან მიღება, როდესაც ამას მიმღების ქცევაზე არასათანადო გავლენის მოხდენა შეუძლია, რაც გამოიწვევს პატიოსნების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას². უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში, პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს მექრთამეობისა და კორუფციის გაზრდილი რისკი რუსეთის ცალკეულ სუბიექტებსა და ოლიგარქებზე დაწესებული სანქციების გამო. კერძოდ, ამ სუბიექტებმა და ფიზიკურმა პირებმა შეიძლება ქრთამი შესთავაზონ პროფესიონალ ბუღალტრებს იმ იურისდიქციებში, სადაც მათ გადაიტანეს მნიშვნელოვანი კაპიტალი და შეიძინეს მნიშვნელოვანი აქტივები თავიანთი არსებობის დასამალად ან სხვაგვარად მათი დაყადაღების თავიდან აცილების მიზნით. სექციები 250 და 340 აძლევს PAIB-ებსა და PAPP-ებს შესაბამის სამართავ სიტუაციებში, წამქზებელ ფაქტორებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ მითითებებს.
დამატებითი მოსაზრებები, რომლებიც PAIB-თან გამოიყენება
ინფორმაციის მომზადება და პრეზენტაცია
- როგორც გაურკვევლობის მართვის ერთ-ერთ საზომს, რომელიც დაკავშირებულია სანქციების მარეგულირებელ ცვალებად გარემოსა და უკრაინის კონფლიქტის შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ბიზნესშეფერხებებთან, სრულ, სამართლიან და გამჭვირვალე ინფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან დამსაქმებელი ორგანიზაციები, ზეწოლისა და გაურკვევლობის ფონზე ცდილობენ, დასახონ წინსვლის გზები და მოძებნონ ფინანსური ან სხვა წყაროები თავიანთი ბიზნესისა და ოპერაციების მხარდასაჭერად.
- კოდექსის 220² ნაწილი შეიცავს დებულებებს, რომლებიც განსაკუთრებით ეხება PAIB-ებს მათი დამსაქმებელი ორგანიზაციების ბიზნესზე უკრაინის კონფლიქტის გავლენის აღრიცხვისა და გასაჯაროების შემთხვევაში. კერძოდ, 220-ე პუნქტი ავალდებულებს პროფესიონალ ბუღალტრებს, მოამზადონ ან წარმოადგინონ ინფორმაცია ისე, რომ სახელშეკრულებო ან მარეგულირებელ შედეგებზე² არ იყოს გამიზნული გავლენის მოხდენა შეცდომაში შეყვანისა და ზეგავლენის მიზნით. 220-ე მუხლი ასევე კრძალავს პროფესიონალი ბუღალტრების მიერ რაიმე ინფორმაციის გამოტოვებას შეცდომაში შეყვანის მიზნით².
- როგორც ფინანსური ანგარიშგების ეკოსისტემის ძირითადი მოთამაშეები, PAIB-ები მოწოდებულნი არიან, შექმნან, გააანალიზონ და მიაწოდონ ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. როგორც ამას აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში, PAIB-ებს ახსენებენ თავიანთი ეთიკური ვალდებულების შესახებ, იმოქმედონ პატიოსნად², მაშინაც კი, როცა ეს იწვევს არასახარბიელო ინფორმაციის გაცემას. კოდექსი ასევე კრძალავს PAIB-ის შეგნებულ დაკავშირებას ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციასთან². როდესაც PAIB-მა იციან ან აქვთ საფუძველი, იფიქრონ, რომ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავთ, საკითხის გადასაჭრელად PAIB-ები მიმართავენ შესაბამის ქმედებებს 220-ე პუნქტის მითითებით ქმედებებს.
ზეწოლა
- PAIB-ები, რომლებიც ასაქმებენ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ბიზნესოპერაციები რუსეთში, შეიძლება მოხვდნენ ზეწოლის სხვადასხვა სიტუაციებში, რომლებიც შექმნილია უკრაინის კონფლიქტით და ამ მიზეზით დაწესებული ფართო ეკონომიკური სანქციებით რუსეთის მიმართ, სხვა იურისდიქციების მიერ. ეს სიტუაციები მოიცავს, მაგალითად:
- ზეწოლას, რომ შეწყდეს ბიზნესსაქმიანობა რუსეთში სათანადო შემოწმებისთვის, საკმარისი დროის გარეშე;
- ინვესტორებისა ან კრედიტორებისთვის შეცდომაში შემყვანი ფინანსური ინფორმაციის მიწოდების ზეწოლას, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ კონფლიქტის ფინანსური შედეგები და დამსაქმებლის ორგანიზაციის სამომავლო ბიზნესპერსპექტივებზე, დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და აქციების ფასზე დაწესებული სანქციები.
- კოდექსის 270-ე პუნქტი მოითხოვს, რომ პროფესიონალმა ბუღალტრებმა არ მისცენ სხვებს ზეწოლის ნებართვა, რაც დაარღვევს ძირითად პრინციპებს², ან ზეწოლის ნებართვა იმ პირებს, რომლებსაც პროფესიონალი ბუღალტერი, იცნობს (ან აქვს დამაჯერებელი საფუძველი) და იცის, რომ ისინი გამოიწვევენ ძირითადი პრინციპების დარღვევას. 270-ე სექცია ასევე შეიცავს პრაქტიკულ მითითებებს, რომლებიც დაეხმარება პროფესიონალ ბუღალტრებს სტრესულ სიტუაციებში მიმართულების მოძებნაში.
- დამატებითი მოსაზრებები, რომლებიც PAPP-თან გამოიყენება
კლიენტისა და ჩართულობის (მონაწილეობის) მიღება
- კოდექსის 320²19-ე პუნქტი ხაზს უსვამს პროფესიულ შეხვედრამდე შემოთავაზებული კლიენტის გაცნობისა და შეცნობის მნიშვნელობას. 320-ე პუნქტი, კერძოდ, განმარტავს, რომ საფრთხეები კეთილსინდისიერების ან პროფესიული ქცევის პრინციპების დაცვისას შეიძლება შეიქმნას, მაგალითად, კლიენტთან დაკავშირებულ საეჭვო საკითხებთან დაკავშირებით (მის მფლობელებთან, მენეჯმენტთან ან საქმიანობასთან)². უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში, ასეთი საფრთხეები შეიძლება შეიქმნას ისეთ გარემოებებში, რომლებიც მოიცავს რუსეთსა ან ბელორუსიაში მყოფი ბიზნესინტერესების მქონე პოტენციური კლიენტის ან კლიენტისთვის პროფესიონალური მომსახურების გაწევას სანქციების კანონებისა და რეგულაციების თავიდან ასაცილებლად.
ვადაგადაცილებული გადასახადები
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შემთხვევაში, ფირმებს შეახსენებენ დებულებებს ვადაგადაცილებული გადასახადების შესახებ, რომელიც მოცემულია კოდექსის 410-ე მუხლში. თუ მათ ჰყავთ აუდიტის ჩატარების შემკვეთი კლიენტები რუსეთსა ან ბელორუსიაში, ან კლიენტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ბიზნესი ამ ქვეყნებში. 410²21-ე მუხლი განმარტავს, რომ მათ დამოუკიდებლობაზე შეიძლება იმოქმედოს პირადი დაინტერესების საფრთხის დონემ, თუ აუდიტის ჩატარების შემკვეთი კლიენტის მიერ, აუდიტის ან აუდიტის გარდა სხვა სერვისებისთვის გადასახდელი გადასახადები ვადაგადაცილებულია აუდიტის მუშაობის პერიოდში².
- სხვა შედეგებთან ერთად, უკრაინის კონფლიქტმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე, სერიოზული პრობლემები შეუქმნა უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესოპერაციებს რუსეთში ამ ოპერაციების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და გამოიწვია საერთაშორისო გადახდის სისტემებთან, სახსრების გადაცემის ქსელებსა ან მექანიზმებთან რუსული კომპანიების წვდომის მკვეთრი შემცირება. შედეგად, რუსი კლიენტების მქონე ფირმებს ან რუსეთში მნიშვნელოვანი ბიზნესის მქონე კლიენტებს შეიძლება შეექმნათ უფრო სერიოზული პრობლემები ამ კლიენტებისგან გადაუხდელი საკომისიოს ამოღებისას. კოდექსი მოითხოვს, რომ როდესაც აუდიტის ჩატარების შემდეგ კლიენტის საკომისიოს მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება გადაუხდელი დიდი ხნის განმავლობაში, ფირმამ განსაზღვროს, (ა) შეიძლება თუ არა ეს დავალიანება კლიენტისთვის იყოს სესხის ეკვივალენტური (ამ შემთხვევაში გამოიყენება 511²23-ე მუხლი), ან (ბ) მიზანშეწონილია თუ არა ფირმის ხელახლა დანიშვნა ან თანამშრომლობის გაგრძელება².
ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის აღება
- ფირმებსა და ქსელურ ფირმებს შეახსენებენ, რომ კოდექსი უკრძალავს მათ, აიღონ აუდიტის კლიენტზე² მართვის პასუხისმგებლობა.
- უკრაინაში კონფლიქტის კონტექსტში, იზრდება არამარწმუნებელ მომსახურებებზე ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის აღების რისკი, რომელიც შეიძლება რუსეთსა ან უკრაინაში მყოფმა მნიშვნელოვანი ბიზნესსაქმიანობის მქონე კლიენტებმა შესთავაზონ ფირმებს. ეს იმის გამო ხდება, რომ ამ კლიენტებს შესაძლოა უკრაინასა ან რუსეთში აღარ ჰქონდეთ რესურსები ან წვდომა ასეთ რესურსებზე, რათა განახორციელონ ამ სერვისების ფარგლებში საჭირო აქტივობები.
სასარგებლო ბმულები და რესურსები
- Resources and Tools, including IESBA Code on the eIS platform
- Responding to Non-Compliance with Laws and Regulations
- Inducements: Final Pronouncement
- Fees and Non-assurance Services: Final Pronouncements and Implementation Resources
IESBA-ს შესახებ
IESBA არის დამოუკიდებელი გლობალური სტანდარტების დამდგენი საბჭო. IESBA-ს მისიაა, ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს ეთიკის სტანდარტების დაწესებით, აუდიტორთა დამოუკიდებლობის მოთხოვნების ჩათვლით, რომელიც ცდილობს, აამაღლოს ეთიკური ქცევისა და პრაქტიკის ზღვარი ყველა პროფესიონალი ბუღალტრისთვის ძლიერი, გლობალურად მოქმედი პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო კოდექსის მეშვეობით (მათ შორის საერთაშორისო დამოუკიდებლობის სტანდარტები) (კოდექსი).
IESBA თვლის, რომ მაღალი ხარისხის ეთიკის სტანდარტების ერთიანი ნაკრები აძლიერებს პროფესიონალი ბუღალტერების მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხს და თანმიმდევრულობას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ნდობას და ნდობას ბუღალტრის პროფესიის მიმართ. IESBA ადგენს თავის სტანდარტებს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე IESBA-ს საკონსულტაციო მრჩეველთა ჯგუფის (CAG) რჩევით და საზოგადოებრივი ინტერესების ზედამხედველობის საბჭოს (PIOB) ზედამხედველობით.
ძირითადი კონტაქტები
James Gunn, Managing Director, Professional Standards
(jamesgunn@ProfStds.org)
Ken Siong, Program and Senior Director
(kensiong@ethicsboard.org)
Carla Vijian, Principal
(carlavijian@ethicsboard.org)
პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო კოდექსი (დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ჩათლით), ექსპოზიციის პროექტები, საკონსულტაციო დოკუმენტები და სხვა IESBA პუბლიკაციები გამოქვეყნებულია IFAC-ის მიერ და საავტორო უფლებით.
IESBA და IFAC არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირისთვის მიყენებულ ზარალზე, რომელიც მოქმედებს ან თავს იკავებს ამ პუბლიკაციაში მოცემული მასალის საფუძველზე, იქნება ეს ზარალი გამოწვეული დაუდევრობით თუ სხვაგვარად.
ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო კოდექსი (დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ჩათვლით), ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია, IESBA, IFAC, IESBA-ს ლოგო და IFAC-ის ლოგო არის მათი სავაჭრო ნიშნები, რეგისტრირებული სავაჭრო და მომსახურების ნიშნები აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
საავტორო უფლება 2022 წლის ოქტომბერში ეკუთვნის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციას (IFAC). ყველა უფლება დაცულია. IFAC-ის წერილობითი ნებართვა საჭიროა ამ დოკუმენტის რეპროდუცირებისთვის, შესანახად ან გადაცემისთვის ან სხვა მსგავსი გამოყენებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტი გამოიყენება მხოლოდ ინდივიდუალური, არაკომერციული გამოყენებისთვის. ნებართვის დაუკავშირდით permissions@ifac.org.
|
|