ინფორმაცია კორპორაციული საწევრო გადასახდელის ცვლილების შესახებსაქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
ინფორმაცია კორპორაციული საწევრო გადასახდელის ცვლილების შესახებ ცვლლილებების საფუძველი კორპორაციული საწევრო გადასახდელის არსებული ტარიფი 10 წელზე მეტია მოქმედებს. განვლილი პერიოდის საწევრო შემოსავლებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზმა, ასევე ქვეყნის აუდიტის ბაზარზე და საზოგადოდ, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა ცვლილების აუცილებლობა, კერძოდ: წევრებთან მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების (ბსფ-ში საწევრო გადასახდელი; ხარისხის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო მასალების, აუდიტის პროგრამის თარგმნა, სხვა საქმიანობა) ანაზღაურება ხდება აშშ დოლარის კურსის გათვალისწინებით. ასეთ მოცემულობაში: ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში ჩვენი საწევრო გადასახდელი 2000-დან 5000 აშშ დოლარამდე გაიზარდა; მნიშვნელოვნად დაეცა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში; გაიზარდა წევრი მცირე აუდიტური კომპანიების დიაგნოსტიკური ანგარიშის მომზადებაზე მოთხოვნა რაც გარკვეულ (1 დიაგნოსტიკური შემოწმება 1000-დან 1500 ლარამდე) ხარჯებს საჭიროებს. მართალია, მცირე აუდიტური კომპანიების პროფესიული მხარდაჭერის ღონისძიებების თანხობრივი ჯამი საწევრო გადასხდელზე მეტია, მაგრამ მათი დაბალი გადახდისუნარიანობისა და მხარდაჭერის საჭიროების გათვალისწინებით, საწევროს გაზრდა არაეფექტურად იქნა მიჩნეული. მსხვილი აუდიტური კომპანიების მხარდაჭერა ბაფისათვის დიდი პატივი და მხარდაჭერაა, რომ დაფუძნებიდან მისი წევრები არიან წამყვანი აუდიტური კომპანიები. ხაზგასასმელია, მსხვილი აუდიტური კომპანიების მიერ შეტანილი წვლილი ბაფისა და ზოგადად, საქართველოში ჩვენი პროფესიის განვითარებაში. საწევრო ტარიფების წარმოდგენილი ცვლილება ეფუძნება ამ კომპანიების პროფესიისადმი მხარდაჭერის პრაქტიკას, რომელიც, განახლებული რეგულაციის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე აუდიტური კომანიებისთვის. ბაფის გამგეობა მადლიერებას გამოხატავს ლიდერი აუდიტური კომპანიების მიმართ, რომ მათ მიერ სწორად იქნა გაგებული საკითხისადმი ჩვენი მიდგომა და მცირე კომპანიების მხარდაჭერის საჭიროება. 2022 წლამდე მოქმედი კორპორაციული საწევრო გადასახდელი 2022 წლამდე მოქმედი კორპორაციული წევრობის გადასახდელი (გასული წლის წლიური მთლიანი შემოსავლებიდან გამომდინარე):
კორპორაციული საწევრო გადასახდელი 2022 წლიდან:
კომენტარი: კომპანიის შემოსავლებში მიმდინარე ეტაპამდე ითვლებოდა მთლიანი შემოსავლები. შემოთავაზებულ ვარიანტში იგულისხმევა აუდიტორული საქმიანობიდან (ფინანსური ანგარიშგების აუდიტი + სხვა აუდიტორული საქმიანობა) მიღებული შემოსავლები, რომელიც სარას-ის საიტიდან იქნება აღებული. საწევრო გადასახდელების გაანგარიშების ფორმულა 2022 წლიდან, 2020 წლის შემოსავლების მაგალითზე |