საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის 2021 წლის საერთო (26-ე) კრება


ბაფის 2021 წლის საერთო (26-ე) კრების მიმოხილვა

2021 წლის 11 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში, გაიმართა საქართველოს პროფესიონალ  ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 181 დელეგატი და მოწვეული სტუმრები. კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა.

კრებას თავმჯდომარეობდა რუსუდან ჯორჟოლიანი, მდივანი - ლავრენტი ჭუმბურიძე.

დელეგატებმა დაამტკიცეს საერთო კრების დღის წესრიგი:

  • გამგეობის ანგარიში საანგარიშგებო პერიოდის საქმიანობის შესახებ
  • სარევიზიო კომისიის ანგარიში
  • დისკუსია ანგარიშების ირგვლივ და საქმიანობის შეფასება
  • პროფესიის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა/დისკუსია
  • ბაფის ღვაწლმოსილი წევრების დაჯილდოვება

საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა (ანგარიშის ლინკი)

ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის  შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მარიამ ჭურაძე (ანგარიშის ლინკი)

ბაფის გამგეობის და სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ირგვლივ კრების მონაწილეებმა  გამოთქვეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია.

საერთო კრებამ კენჭი უყარა და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის საქმიანობა (დადებითი - 146, დამაკმაყოფილებელი - 27, უარყოფითი - 0).

დამსახურებული წევრების დაჯილდოვება. ბაფის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ორგანიზაციის დაფუძნებისა და პროფესიაში გაწეული ღვაწლისათვის, საერთო კრებამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა: ლამარა გოლუბიანი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნების, ფედერაციაში წევრებთან  და საზოგადოებასთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისათვის;  კონსტანტინე დათიაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნების, ბუღალტერთა პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების სფეროს ხელმძღვანელობისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის;  ალექსანდრე კავთიევსკი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნებისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის; ქეთევან აბესალაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნებიდან მისი ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების  სფეროში კვალიფიციური  საქმიანობისათვის; ზურაბ ხარატიშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის დაფუძნების, მისი  ხელმძღვანელობისა და განვითარების სფეროში შეტანილი წვლილისათვის; თამარ ედიშერაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  გორის ფილიალის წარმატებული ხელმძღვანელობისა და ქართლის რეგიონში კადრების მომზადება/გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის; მზია ლომინაძე - იმერეთის რეგიონში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის; მარიამ გურგენიძე - იმერეთის რეგიონში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  საქმიანობის პოპულარიზაციის, პროფესიის ერთგულებისა და ბაფთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის; ნარგიზა აბაშიძე, მერი აბაშიძე - აჭარის რეგიონში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის  საქმიანობის პოპულარიზაციის, პროფესიის ერთგულებისა და ბაფთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ბაფი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისადმი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, სისტემატურად აფასებს და თანმიმდევრულად განსაზღვრავს ორგანიზაციის განვითარების გზებს. 

ბაფის თვითშეფასება და საერთაშორისო შეფასება (ლინკი https://fb.watch/adezPVxnjB/)

ანგარიშები,  საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შესახებ, გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე და ჟურნალში „ბუღალტრული აღრიცხვა.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge