ბაფის საერთო (26-ე) კრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წევრებისათვისბაფის საერთო (26-ე) კრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წევრებისათვის
ბაფის გამგეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, შაბათს 12 საათზე მოწვეულია ბაფის საერთო (26-ე) კრება, მიმდინარეობს დელეგატთა რეგისტრაცია. კრება ჩატარდება ონლაინ ფორმატში, პროგრამა „ზუმის“ საშუალებით. კრების დელეგატებს წინასწარ დაეგზავნებათ ინსტრუქცია, პროგრამის გამოყენებისა და ხმის მიცემის პროცედურების შესახებ აგრეთვე, პროგრამაში შესასვლელი ლინკი და ხმის მიცემის კოდი, კრების დაწყებამდე 15 წუთით ადრე. საერთო კრების დელეგატების რაოდენობა განსაზღვრულია 365 წევრით. ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება, დარეგისტრირდეს კრების დელე- კრების დელეგატად რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის 11 ნოემბრიდან 09 დეკემბრამდე პერიოდში. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/qRVdg2qPary5PEqB6 ან დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის (baf@baf.ge) და ტელეფონის (235 67 56; 235 43 97, შორენა გამიაშვილი) მეშვეობით.
საერთო კრების დღის წესრიგი და სამუშაო გრაფიკი
ბაფის გამგეობა |