საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ტრენინგი საგადასახადო კანონმდებლობაში ბაფის წევრებისთვის


ტრენინგი საგადასახადო კანონმდებლობაში ბაფის წევრებისთვის

 

ბაფის წევრებისათვის 2021 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში 11 აგვისტოს ჩატარდება სემინარები საგადასახადო დაბეგვრის სფეროში.

ტრენინგზე დეტალურად იქნება განხილული ბაფ-ის მიერ 2021 წლის იანვარში ჩატარებული ტრენინგის შემდგომ საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები, მ.შ განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა:

  • დღგ-ს კართან დაკავშირებული ცვლილებები და სიახლეები - განხილული იქნება საგადასახადო კანონმდებლობაში, ფინანსთა მინისტრის ბრძანებებსა და შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებში შესული ის მნიშვნელოვანი შესწორებები რომელებიც სიახლის მატარებელია ან რომელიც აზუსტებს დღგ-ით დაბეგვრის  მანამდე არსებულ ორაზროვან საკითხებს.

განხილული იქნება ის საკითხები რომლებიც მაღალი საგადასახადო რისკის მატარებელია, ასევე ისეთი  საკითხები რომელიც კვლავინდებურად საჭიროებს დაზუსტებას კანონმდებლის მხრიდან.

  • სხვა ცვლილებები და სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში - განხილული იქნება სხვა გადასახადებთან (გარდა დღგ-ისა) დაკავშირებული სიახლეები რომლებიც შესულია საგადასახადო კანონმდებლობაში. ამ ნაწილში საუბარი შეეხება ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში შესულ ცვლილებებსა და სიახლეებს.

გარდა ამისა, განხილული იქნება შემოსავლების სამსახურის მნიშნვნელოვანი მეთოდური მითითებები და ე.წ. სიტუაციური სახელმძღვანელოები რომლებიც  შეეხება სხვადასხვა გადასახადებით დაბეგვრას.

  •  სემინარი მოიცავს სამსაათიან შეხვედრას.
  •  სემინარს გაუძღვება: დავით პაპიაშვილი - ბაფის გამგეობის წევრი, საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე.
  • სემინარი ჩატარდება: 11 აგვისტოს, 12:00-15:00 საათებში;
  • სემინარის ღირებულება: 15 ლარი, დღგ-ს ჩათვლით; 
  • სემინარზე დარეგისტრირებულ მსმენელებს დაეგზავნებათ პროგრამა „Zoom“ ის ლინკი.  რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 აგვისტომდე.
  • რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნეთ ბაფის ელ. ფოსტაზე baf@baf.ge
  • რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/PrmhS88wbmKNJYXE6

 

** გადახდა შეგიძლიათ ბაფის საბანკო ანგარიშზე

სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665

** სემინარზე რეგისტარციის აუცილებელი პირობაა ბაფის წევრობა

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge