საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







საგადასახადო კონსულტაცია


ნაწილი 5: საგადასახადო კონსულტაცია

საგადასახადო კონსულტაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მომსახურებაა, რომელსაც ბუღალტრები ასრულებენ დამკვეთებისთვის, ამიტომ ისინი კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სხვადასხვა მექანიზმის შესახებ, რომელთა გამოც საგადასახადო მომსახურება შეიძლება მოწყვლადი გახდეს ფულის გათეთრების მიმართ და, ამასთან, სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ ასეთ მომსახურებასთან დაკავშირებით. საგადასახადო სტრუქტურირების გამოყენება შესაძლებელია დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის დასაფარად ან კანონიერ შემოსავალზე გადასახადების გადახდისგან თავის ასარიდებლად. ბუღალტრისთვის, რომელიც საგადასახადო კანონშესაბამისობის მომსახურებას ასრულებს, შეიძლება ცნობილი გახდეს, რომ დამკვეთი ცდილობს საკუთარი მოგების ან აქტივების არასწორად წარდგენას.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge