საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







სემინარი აუდიტორებისათვის


განცხადება ბაფის წევრი აუდიტორებისათვის სემინარის ჩატარების თაობაზე

ბაფის წევრი  აუდიტორების/ აუდიტორული კომპანიებისათვის  2021 წლის 7 ივლისს (19.00 -22.00 საათი) ჩატარდება  საინფორმაციო ხასიათის სემინარი თემაზე:

„საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე მოქმედი აუდიტორული კომპანიების 2020 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგები და მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული კომპანიების ფუნქციონირების არსებული და  მოსალოდნელი  პრობლემები“

მსმენელებისათვის მიწოდებული იქნება ინფორმაცია აუდიტორულ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებზე, მათ შორის  აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის ახალი სტანდარტების (მოქმედებაში შედის 2022 წლის დეკემბერში) მოთხოვნებთან ადაპტაციის, შერწყმა-გაერთიანების, აუდიტორულ კომპანიათა   შორის თანამშრომლობის  შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და განვითარების შესაძლებლობებზე.

მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, სემინარის მსვლელობისას, ზუმის პლატფორმა  “ჩათის“ ფუნქციის გამოყენებით  წერილობით დასვან კითხვები.

სემინარს გაუძღვება - ბაფის გამგეობის წევრი, ეკონომიკის დოქტორი |პროფესორი|, სერტიფიცირებული აუდიტორი - მურად ნარსია.

 მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 6 ივლისამდე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/gUfWNoPx2fUn1TNQ8

 

დარეგისტრირებულ პირებს სემინარზე მონაწილეობის ლინკი დაეგზავნებათ 6 ივლისს.

 

ბაფის წევრებისათვის სემინარზე დასწრება უფასოა, ხოლო არაწევრებისთვის დასწრების საფასურია 20 ლარი.

 

ბაფის განათლების კომიტეტი

 
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge