მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების მომავალიმსფოლიო ბანკი გიწვევთ ვებინარზე:„მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების მომავალი: ქსელები, შერწყმა და შთანთქმა”.
ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვებინარების სერიის ნაწილია. სერია მსოფლიო ბანკმა მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების (SMPs) მხარდასაჭერად შეიმუშავა. ვებინარზე, EFAA-ის დირექტორი და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი პოლ თომფსონი და Auren-ის საერთაშორისო თავმჯდომარე ანტონი გომესი განიხილავენ ქსელების, ასოციაციების, შერწყმის და შთანთქმის გამოყენებას მცირე პრაქტიკის ზრდის ხელშესაწყობად და ჩანაცვლების დასაგეგმად. მონაწილეები ასევე შეიტყობენ თუ რა რესურსებია ხელმისაწვდომი მათ ხელშესაწყობად IFAC-ის მიერ. ვებინარზე დასწრება შეიძლება ჩაითვალოს არაშემოწმებად განგრძობით განათლებად. თარიღი: 27 მაისი, 17:00 საათი. ვებინარი Zoom-ის პლატფორმაზე, ინგლისურ ენაზე ჩატარდება ქართული სინქრონული თარგმანით. დასასწრები ბმული, ღონისძიების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მეილზე გამოგეგზავნებათ. ბმული ასევე SARAS-ის ვებგვერდსა და სოც. ქსელში განთავსდება. გთხოვთ დაგვიდასტუროთ დასწრება. დასტურისთვის საკმარისია მოიწეროთ ბაფის ელ. ფოსტაზე baf@baf.ge |