ხარისხის მართვის დონის ამაღლებახარისხის მართვის ახალი საერთაშორისო სტანდარტები: ხარისხის მართვის დონის ამაღლება მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან (IFAC) და აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსთან (IAASB) ერთად იწვევენ პროფესიონალ ბუღალტერთა ორგანიზაციებს და ევროპის და ცენტრალური აზიის სხვა დაინტერესებულ მხარეებს ვებინარზე: ხარისხის მართვის ახალი საერთაშორისო სტანდარტები: ხარისხის მართვის დონის ამაღლება 2 ივნისი, 2021 დრო: 15:00–16:30 CET /9:00–10:30 EST ადგილი: Zoom ვებინარი, პირდაპირი ტრანსლაციით IFAC -ის YouTube არხზე. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია CFRR -ის ვებ-გვერდზე (https://cfrr.worldbank.org/events). მოკლე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: ხარისხის მართვის ახალი საერთაშორისო სტანდარტები (ISQMs) ხელს უწყობს მტკიცე, პროაქტიურ, მოქნილ და ეფექტურ მიდგომას ხარისხის მართვის მიმართ და ხაზს უსვამს ხარისხის კონტროლის არსებული სტანდარტების მნიშვნელოვან განვითარებას. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IAASB ) და ISQM 1 -ის სამუშაო ჯგუფის წევრი, სიუ ალმონდი, და IAASB -ის დირექტორის მოადგილე ნატალი კლონარიდისი წარმოადგენენ პრეზენტაციას ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების ძირითადი ასპექტების შესახებ და უპასუხებენ მონაწილეთა კითხვებს. ვებინარის მხარდაჭერას ახორციელებენ STAREP -ი, მსს REPARIS, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი საქართველოში. ღონისძიების თანადაფინანსებას ახორციელებენ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაცია, ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო და ევროკავშირი. ღონისძიებას გაუძღვებიან მარია ჩუვაშევა და ჯონ ჰუპერი. სასურველია კითხვების წარდგენა ღონისძიების დაწყებამდე. გთხოვთ თქვენი შეკითხვები დააფიქსიროთ აქ ან გადააგზავნოთ მისამართზე: CatherineRoe@ifac.org. გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარეობს ვებინარის ჩაწერა. მასზე დასწრებით თქვენ ორგანიზატორებს აძლევთ ჩაწერილი მასალის არაკომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლებას. ვებინარზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით აქ . STAREP -ის სამდივნო |