საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების (SMPs) მხარდასაჭერი ღონისძიებები


მსფოლიო ბანკი გიწვევთ მორიგ ვებინარზე: მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების მომავალი: ბიზნესის დივერსიფიკაცია ახალი სერვისების შეთავაზების საშუალებით“.

ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვებინარების სერიის ნაწილია. სერია მსოფლიო ბანკმა მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების (SMPs) მხარდასაჭერად შეიმუშავა.

EFAA-ის დირექტორი და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი პოლ თომფსონი იქნება; ხოლო მოწვეული სტუმრები არიან: ACCA–ს მცირე და საშუალო ბიზნესის პროფესიული კვლევების ხელმძღვანელი ალექსანდრა ზარონინა და ACCA–ს საბერძნეთის მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე, Quantum BITS-ის ბუღალტრული აღრიცხვის დირექტორი და თანადამფუძნებელი ანასტასია ხალკიდუ.

ვებინარზე მსმენელები გაეცნობიან, თუ რატომ სჭირდებათ მცირე და საშუალო აუდიტორულ ფირმებს ახალი და გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება და რა შესაძლო სერვისების შეთავაზება შეუძლიათ დამკვეთებისთვის (მათ შორის, ბიზნეს საკონსულტაციო); ისინი ასევე გაეცნობიან ამ ახალი სერვისების პოპულარიზაციის, მიწოდებისა და მათგან მოგების მისაღებად საჭირო შესაძლებლობების განვითარების ეტაპობრივ პროცესს.

აღსანიშნია, რომ სერტიფიცირებულ ბუღალტრებს შეუძლიათ არაშემოწმებად განგრძობით განათლებად ჩაითვალონ ვებინარზე დასწრება.

იხ. დღის წესრიგი.  

თარიღი: 15 აპრილი; 16:00 საათი.

ვებინარი Zoom-ის პლატფორმაზე, ინგლისურ ენაზე ჩატარდება ქართული სინქრონული თარგმანით.

დასასწრები ბმული, ღონისძიების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მეილზე გამოგეგზავნებათ. ბმული ასევე  SARAS-ის ვებგვერდსა და სოც. ქსელში განთავსდება. 

 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ დასწრება. დასტურისთვის საკმარისია მოიწეროთ ბაფის ელ. ფოსტაზე   baf@baf.ge

 
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge