პრაქტიკული ტრენინგი - მცირე და საშუალო პრაქტიკის მქონე ფირმებისათვისპრაქტიკული ტრენინგი HAT აუდიტის სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ICAEW) მოხარულია შემოგთავაზოთ დისტანციური სწავლების 6 სესიისგან შემდგარი ოთხი პრაქტიკული კურსი HAT აუდიტის სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით. კურსი მთლიანად დაფუძნებულია ქართულად ნათარგმნ და ხელმისაწვდომ HAT აუდიტის სახელმძღვანელოს პრაქტიკულ მასალებზე. სასწავლო კურსზე დასწრება შეუძლია როგორც მცირე და საშუალო ზომის აუდიტორულ ფირმებში დასაქმებულ მოქმედ აუდიტორებს, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს დაეუფლოს აუდიტორულ უნარ-ჩვევებს.
HAT აუდიტის სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტრენინგზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ICAEW) მოხარულია შემოგთავაზოთ დამატებითი ჯგუფები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბროშურა. გთხოვთ, დაგვიკავშირდით დამატებითი კითხვების შემთხვევაში და დაგვიდასტუროთ მიღება. პატივისცემით,
ICAEW Training გუნდი რუსუდან აბდუშელიშვილი პროექტის უფროსი კოორდინატორი ტელ.: +995 598 360 751
|