ინფორმაცია სემინარის შესახებმცირე და საშუალო აუდიტორული/ბუღალტრული ფირმების გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 მაისს ჩატარდება ონლაინ სემინარი თემაზე: „მცირე და საშუალო აუდიტორული/ბუღალტრული ფირმების კოვიდის გამოწვევსთან გამკლავება“. სემინარს ჩაატარებს ბატონი პოლ ტომფსონი - მცირე და საშუალო ბიზნესების ბუღალტერთა და აუდიტორთა ევროპული ფედერაციის დირექტორი. სემინარი უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული (ავტომატური) ქართული თარგმანით. სემინარში მონაწილეობისათვის სავალდებულოა რეგისტრაცის გავლა (განაცხადის შევსება) 25 მაისამდე. https://forms.gle/ კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ: 593 309 802 (შორენა გამიაშვილი).
მოკლე ინფორმაცია სემინარის შესახებ და დღის წესრიგი მსოფლიო ბანკი / SARAS / ევროპის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (EFAA) ვებინარი მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა და აუდიტორთა რეაგირება კორონავირუსის პრობლემასთან 17: 00-18: 30 29 მაისი 2020 ინგლისური ტექსტი სინქრონული ავტომატური ქართული თარგმანით ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიით მიღებული დარტყმის შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა პრაქტიკა (SMPs) აღმოჩნდა უპრეცედენტო მდგომარეობაში, როდესაც უნდა შექმნას ახალი ნორმები როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თავისი კლიენტებისთვის. ამ ვებინარზე, პოლ ტომპსონი, ევროპის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (EFAA) დირექტორი მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საკითხებში, შეაჯამებს პანდემიის გავლენას SMP-ებსა და მათ SME (მცირე და საშუალო საწარმოები) კლიენტებზე, ახლა და მომავალში, ევროკავშირის (EU) მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. პოლ ტომპსონი გაგიზიარებთ მაგალითებს და საუკეთესო პრაქტიკას, თუ როგორ შეიძლება SMP-ებმა საუკეთესო რეაგირება მოახდინონ გამოწვევებზე, ასევე ზოგად მონახაზს გააკეთებს ამისთვის საჭირო ხელმისაწვდომ მითითებებზე და მხარდაჭერაზე. დღის წესრიგი
ა. კლიენტთან კომუნიკაცია ბ. საკონსულტაციო მომსახურება [ხარჯების შემცირება, ფულადი ნაკადების პროგნოზირება, ფინანსებზე წვდომა] გ. დისტანციური მუშაობა [ტელეკონფერენცია] დ. ციფრული ტრანსფორმაცია [დისტანციური მუშაობა, ვიდეო ჩატი] ე. ურთიერთობა SME კლიენტებთან
|