საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მოდული 7


მსოფლიო ბანკის დახმარებით ითარგმნა მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების საქმიანობის მართვის სახელმძღვანელოს მოდული 7 „რისკის მართვა“.

რისკის კონცეფცია პრაქტიკოსებისთვის ახალი არ არის. მას შემდეგ, რაც პროფესია ეწევა მომსახურებებს კომერციულ საფუძველზე, ეს კონცეფცია მუდმივად თან სდევს მას. თუმცა, რისკისა და რისკის მართვის საკითხების მნიშვნელოვნება ბოლო წლებში, იურიდიული დავების რაოდენობისა და ზომის ზრდასთან ერთად, გაიზარდა.

როგორც შეამჩნევთ, ამ მოდულს რისკის მართვა ეწოდება და არა რისკის შემცირება. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა და საყურადღებოა განხილულ მასალასთან მიმართებით - ძირითად ის შეეხება იმ რისკების მართვას, რომელთა იდენტიფიცირებაც შეგიძლიათ და, თუ შესაძლებელია, მათ გაუვნებელყოფას. თუმცა, თუნდაც თქვენ არ შეგეძლოთ სრულიად გააუვნებლოდ პრაქტიკოსად ყოფნასთან დაკავშირებული რისკების უმეტესობა, თქვენ მაინც შეგიძლიათ მართოთ და შეამციროთ ისინი მისაღებ დონემდე.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge