საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







P1 და P3 მოდულები


ბუღალტერთა სრული სასერტიფიკაციო პროგრამის P1 და P3 მოდულების ჩაბარების მსურველი კანდიდატების საყურადღებოდ!

როგორც მოგეხსენებათ, P1 და P3 მოდულები 2020 წლიდან  ჩანაცვლდება ახალი მოდულით  -,,სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი’’.   აღნიშნულიდან გამომდინარე,  P1 და P3 მოდულში სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მხოლოდ  2020 წლის ივლისში.

სერტიფიცირების კანდიდატები, რომლებიც ივლისში  ვერ/არ ჩააბარებენ  P1 და P3 

მოდულის გამოცდას  დაექვემდებარებიან  ახალი მოდულის - ,,სტრატეგიული ბიზნეს ლიდერის’’ გამოცდის ჩაბარებას. 

P1 და P3 მოდულების სასწავლო ლიტერატურა განთავსებულია ბაფის ვებგვერდზე და კანდიდატებს შეუძლიათ ისარგებლონ მათი  ელექტრონული ვერსიებით.

უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოხსენებული!

მადლობა, რომ მონაწილეობთ სერტიფიცირების პროგრამაში.

ბაფის ადმინისტრაცია

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge