ინფორმაცია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის
ინფორმაცია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის №ნ-16 ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის 24-ე მუხლის მიხედვით, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, ბუღალტერთა სასერტიფიკაციო პროგრამის დისციპლინების (საგნების) აღიარებას, კომპეტენციის საბაზო დონეზე, ბაფი ახორციელებს.
პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატებისათვის, დისციპლინების აღიარების (ჩათვლის) კრიტერიუმად, ბაფს დადგენილი აქვს ცალკეული სასერტიფიკაციო საგნებში სილაბუსების შესაბამისობა 70% და მეტი.
ბაფის სერტიფიცირების პროგრამის შესაბამის მოდულებში (1. ბუღალტერი ბიზნესში; 2. მმართველობითი აღრიცხვა; 3. ფინანსური აღრიცხვა) სასწავლებლის კურსდამთავრებულის/სტუდენტის მიერ ჩათვლის მისაღებად, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა შეავსოს და გამოგზავნოს თანდართული ფორმები (იხილეთ დანართები)
- ბუღალტერი ბიზნესში
- მმართველობითი აღრიცხვა
- ფინანსური აღრიცხვა
ბაფის განათლების კომიტეტი