საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







აუდიტის სახელმძღვანელო ყველასთვის!


აუდიტის სახელმძღვანელო
ყველასთვის!

აუდიტური ფირმების საერთაშორისო ქსელები თავიანთ ქსელში კოლექტიურად იყენებენ აუდიტის სახელმძღვანელოს. მცირე აუდიტურმა ფირმებმა უნდა შეიმუშაონ ან შეიძინონ საკუთარი აუდიტის სახელმძღვანელო, რაც მათ კონკურენციის არასახარბიელო პირობებს უქმნის.

მცირე აუდიტური ფირმების დასახმარებლად, ბაფმა თავის ვებგვერდზე განათავსა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისი აუდიტის სახელმძღვანელო, რომელიც შემოგვთავაზა გაერთიანებული სამეფოს აუდიტურმა კომპანიამ HAT-მა და ერთობლივი პროექტის ფარგლებში შესაძლებლი გახდა სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემა. 

სახელმძღვანელო უფასოა და აუდიტურ ფირმებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ბაფის
ვებგვერდიდან.

პროექტის პირველ ეტაპზე აუდიტის სახელმძღვანელოს თარგმანასა და მომზადებაში ბაფი თანამშრომლობდა გაერთიანებული სამეფოს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციასთან ინგლისისა და უელსის დიპლომირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტთან (ICAEW) და მსოფლიო ბანკთან.

იმისათვის, რომ სახელმძღვანელო ეფექტურად იქნეს გამოყენებული, მნიშვნე­ლოვნად მიგვაჩნია აუდიტორებმა გაიარონ სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგები.

 ბაფი აცხადებს, რომ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო 2019 წლის ოქტომბერში. მეორე ეტაპი უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებულ ტრენინგების ჩატარებას, რისთვისაც აუდიტორები გადაიხდიან სიმბოლურ თანხას, ან უფასოდ გაივლიან.

დაგეგმილია, რომ ტრენინგები ჩატარდება 2020 წლის განმავლობაში ყველა აუდიტური ფირმისა და პრაქტიკოსისთვის. ბაფი და მისი პარტნიორი, ICAEW, ერთბლივად ეცდებიან, ტრენინგები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ახლო პერიოდში გამო­ცხადდება ტრენინგების თარიღები და როგორ მოხდება განცხადებების მოწოდება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბაფს:

( 2 35 67 56; 2 35 43 97; 2 35 01 57

baf@baf.ge

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge