P1 და P3 მოდულების ჩაბარების მსურველი კანდიდატების საყურადღებოდ!
ბუღალტერთა სრული სასერტიფიკაციო პროგრამის P1 და P3 მოდულების ჩაბარების მსურველი კანდიდატების საყურადღებოდ!
როგორც მოგეხსენებათ, P1 და P3 მოდულები 2020 წლიდან ჩანაცვლდება ახალი მოდულით - სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, P1 და P3 მოდულში სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მხოლოდ 2020 წლის იანვარსა და ივლისში.
სერტიფიცირების კანდიდატები, რომლებიც ორი საგამოცდო სესიის განმავლობაში ვერ/არ ჩააბარებენ P1 და P3 მოდულის გამოცდას დაექვემდებარებიან ახალი მოდულის - სტრატეგიული ბიზნეს ლიდერის გამოცდის ჩაბარებას.
რადგან P1 და P3 მოდულები არის მილევად რეჟიმში, ბაფმა მიიღო გადაწყვეტილება ამ მოდულებში გამოცდებზე გასვლის მსურველებს მისცეს არჩევანი, სასწავლო ლიტერატურა შეიძინონ 50 ლარად (ნაცვლად 150 ლარისა) ან, გადასახდელის გარეშე, ისარგებლონ მათი ელექტრონული ვერსიებით, რომელიც განთავსდება ბაფის ვებგვერდზე .
პბი-ში ამ ორი მოდულის ლექციები ჩატარდება მხოლოდ სეტემბერი-დეკემბრის სემესტრში.
უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოხსენებული!
მადლობა, რომ მონაწილეობთ სერტიფიცირების პროგრამაში.
ბაფის ადმინისტრაცია