საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი


                                                    

 

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (IFRS FOR SMEs) ქუთაისში

 

მსოფლიო ბანკი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, გიწვევთ დარეგისტრირდეთ სატრენინგო კურსზე - ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (IFRS FOR SMEs), მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.

კურსის მიზანია, IFRS სტანდარტებში გადაამზადოს ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირები მესამე კატეგორიის საწარმოებიდან. 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონი მცირე და საშუალო ბიზნესებს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ავალდებულებს.

მსოფლიო ბანკი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, ორ კვირიან ინტენსიურ კურსს სთავაზობს მესამე კატეგორიის საწარმოებს და საშუალებას აძლევს, სწორად გაიგონ ამ კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულებები, მომზადებულები შეხვდნენ ცვლილებებს და გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება.

კურსი სრულად დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მიერ და მისი დასრულების შემდეგ ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერასა და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას.

კურსი ქართულენოვანია და საკმაოდ ინტენსიური; ასევე, მნიშვნელოვანია შეფასდეს მიღებული ცოდნა. ტესტირების გარდა, შეფასდება დასწრება და დავალებებიც. კურსის ბოლოს კი სერთიფიკატი გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პროგრამას წარმატებით დაასრულებენ.

ჯგუფი 20 მონაწილისგან იქნება დაკომპლექტებული. კურსს მსოფლიო ბანკის მიერ შერჩეული მაღალკვალიფიციური ტრენერები გაუძღვებიან, რომელთაც საკითხის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ და აქვთ გავლილი ტრენერთა ტრენინგი. ჯგუფს 2 ტრენერი გაუძღვება. 36 საათიანი პროგრამა 12 მოდულს და ტესტებს აერთიანებს.

 

  • შეხვედრის დღეები: პარასკევი-შაბათი-კვირა
  • კურსი დაიწყება 2 აგვისტოდან
  • შეხვედრის დრო: 12:00-19:00 (აღნიშნულ კურსში გათვალისწინებულია მსუბუქი წახემსება)
  • მისამართი: აუდიტ პროფესიონალი, ქუთაისი, წმინდა ნინოს N 21
  • კურსის ღირებულებას სრულად ანაზღაურებს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტი ფინანსურ ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ
  • მესამე კატეგორიის საწარმოებს გიწვევთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScC_M1RyExBegPb2J1eu18IgejyFUvVlZHKFh8Uw83oqIi3-A/viewform?usp=sf_link

 კურსზე რეგისტრაციის შემდგომ ჯგუფის ცვლილება დაუშვებელია.

 

 

                 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge