შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
„ბაფ-ის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე დავით პაპიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებსა და საგადასახადო დაბეგვრის საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს საგადასახადო დაბეგვრის სფეროში არსებული პრობლემური საკითხები და ის გამოწვევები რაც არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით. მხარეები მცირე და საშუალო ბიზნესის საგადასახადო დაბეგვრის რეფორმის ფარგლებში ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“