საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბუღალტერთა სერტიფიცირების კანდიდატების საყურადღებოდ!


ბუღალტერთა სერტიფიცირების (პროფესიული დონე) კანდიდატების საყურადღებოდ!

 

როგორც მოგეხსენებათ, ACCA -იმ შეცვალა თავისი სტრუქტურა  და გააერთიანა პროფესიული დონის მოდულები P1 და P3 ახალ მოდულში- სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი. 

 ბაფი ასევე ცვლის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის  სტრუქტურას  ACCA-ის პროგრამასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ბაფს ACCA-ისთან აქვს გაფორმებული მემორანდუმი, რომლის მიხედვით  ის ვალდებულია აცნობოს პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის  სტრუქტურის ყოველი ცვლილების შესახებ.

ჩვენ გვქონდა ორი ვარიანტი წარდგენილი ACCA-ში დასტურის მისაღებად:

  1. კანდიდატებისათვის შეგვეთავაზებინა P1 და P3 მოდულებიდან  მხოლოდ P1-ის ჩაბარება და P3-ის ჩათვლა; ან
  2. კანდიდატებისათვის შეგვეთავაზებინა ახალი მოდულის- სტრატეგიული ბიზნეს ლიდერის ჩაბარება.

რის გამოც შეჩერდა P3 მოდულის ლექციისა და გამოცდის ჩატარება.

სამწუხაროდ  ACCA-იმ არ მოგვცა დასტური  პირველ  ვარიანტზე და ბაფი ვერ განახორციელებს P3-ის ჩათვლას;    

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბაფი გთავაზობთ სამი საგამოცდო სესიის განმავლობაში (2019 წლის ივლისი, 2020 წლის იანვარი და ივლისი) ჩააბაროთ ამ ორი მოდულიდან (P1 და P3) დარჩენილი მოდული. სხვა შემთხვევაში  მოგიწევთ  ახალი მოდულის (რომელიც გაცილებით რთულია) - სტრატეგიული ბიზნეს ლიდერის ჩაბარება. 

კიდევ ერთხელ ვწუხვართ, რომ  ვერ მივიღეთ P3 მოდულის ჩათვლაზე დადებითი პასუხი.

ბაფის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოხატავს გიპასუხოთ შეკითხვებზე და საჭიროების შემთხვევაში გავმართოთ შეხვედრა.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge