საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის წევრ აუდიტორებს


სემინარი აუდიტორებისათვის

საქართველოში აუდიტის პერსპექტივები და ხარისხის რეგულირება

 ბაფის პატივცემულო წევრებო, კოლეგებო!

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა და ბაფის ორგანიზებით,  ჩვენი წევრი აუდიტორებისათვის ჩატარდება სემინარი, რომელიც გაიმართება 7 თებერვალს 12 საათზე, მისამართზე: რესპუბლიკის მოედანი N2 დარბაზი რესპუბლიკა, სასტუმრო „რედისონ ბლუ  ივერიას“ მოპირდაპირე მხარეს.

 სემინარის თემებია:

  1. აუდიტის კონტექსტი, საჭიროება და პერსპექტივები საქართველოში;
  2. აუდიტის ხარისხის რეგულირების ჩარჩო;
  3. აუდიტის ხარისხი - მონიტორინგისა და რეესტრის წარმოების პროცესში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები (დასმულ კითხვებზე პასუხი).

თემების აქტუალურობიდან გამომდინარე, ყველა აუდიტორისათვის მნიშვნელოვანია დაგეგმილ სემინარზე დასწრება.

გთხოვთ, სემინარში მონაწილეობის თაობაზე თქვენი პასუხი მოგვაწოდოთ 2 თებერვლამდე.

სემინარის დღის წესრიგი წერილს თან ერთვის.

 

ბაფის ადმინისტრაცია

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge