ინფორმაცია P7 მოდულის გამოცდასთან დაკავშირებითინფორმაცია P7 მოდულის გამოცდასთან დაკავშირებით სერთიფიცირების იმ პრეტენდენტების საყურადღებოდ , რომლებიც 2019 წლის იანვარში აპირებენ P7 - ,,აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება“ (უმაღლესი დონე) მოდულის ჩაბარებას: P7 - ,,აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება“ (უმაღლესი დონე) სასერტიფიკაციო გამოცდაზე თუ საგამოცდო კითხვა დაკავშირებული იქნება დასკვნის შედგენასთან, პრეტენდენტმა პასუხის გაცემისას უნდა იხელმძღვანელოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 4 დეკემბრის №ნ-24 ბრძანებით ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებული 2016-2017 წლების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტითა და აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებით. თეორიული და პრაქტიკული მასალა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ მიბმულ ფაილად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ადმინისტრაციას.მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი წერეთლის 61, 0154 ვებ–საიტი: http://www.gfpaa.ge ან http://www.baf.ge ელ–ფოსტა: gfpaa@gfpaa.ge ტელეფონი: +995 32 235 67 56 +995 32 235 43 97 +995 32 235 11 47 +995 32 235 01 57 |