კონფერენცია და სემინარები ვენაში
კონფერენცია და სემინარები ვენაში
2018 წლის 26-29 ნოემბერს ქალაქ ვენაში მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) მიერ ორგანიზებული კონფერენცია და სემინარები ჩატარდა. ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ CFRR-ის მხარდაჭერის პროგრამებში ჩართული აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს საჯარო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, აკადემიური წრეებისა და პროფესიული საზოგადოებების წარმომადგენლები. დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ძირითადი დონორის, ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ბუღალტრული, საჯარო ანგარიშგებისა და აუდიტის სტანდარტების საბჭოების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები, CFRR-ის სპეციალისტები.
ბაფიდან ღონისძიებებში მონაწილეობდნენ: რუსუდან ჟორჟოლიანი, ნოდარ ებანოიძე, ლავრენტი ჭუმბურიძე. ჩატარებული ღონისძიებები დაეთმო ისეთი საკითხების მიმოხილვას, როგორიცაა ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის სანდო ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების სტანდარტების დანერგვის როლი საზოგადოებაში პროფესიისადმი ნდობის ამაღლებაში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების დასახვა.
საქართველოში პროფესიული სერტიფიცირებისა და განათლების პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ბაფის გამგეობის თავმჯდომარემ, რუსუდან ჟორჟოლიანმა.